ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

whoscored-მა „იუვენტუსთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა

ნახვები: 504 whoscored-მა „იუვენტუსთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ საუკეთესო მოთამაშე იყო იუვენტუსთან“ მატჩში, რომელიც ნეაპოლელებმა 5:1 მოიგეს – ასეთია საერთაშორისო პორტალ whoscored-ის შეფასება.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსთან“ ხვიჩამ ტურინელებს გოლი გაუტანა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და პირველი გოლის გატანაშიც მთავარი როლი ითამაშა. ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთშორისო პორტალი მოთამაშეებს ათქულიანი სისტემით აფასებს და ტურინელებთან მატჩის ერთ-ერთ გმირს ფაქტობრივად, 100-პროცენტანი შედეგი, 9,8 (9,82) ქულა დაუწერა.

ეს იყო ყველაზე მაღალი შეფასება – „ნაპოლის“ ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიკტორ ოსიმენმა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა, პორტალისგან ოდნავ ნაკლები ქულა მიიღო – 9,4.

ეს ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში საუკეთესო შეფასებაა. სერია A-ში მანამდე საუკეთესო შეფასება 8,88 ქულა „ბოლნიასთან“ (3:2 – ) მატჩის შემდეგ დაუწერეს.

18 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე „ნაპოლიa“ (47) და კონკურენტ „იუვენტუსს“ (37) 10 ქულით ასწრებს, კვარაცხელიამ კი სერია A-ს 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა