მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში

ნახვები: 620 ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში

უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვედეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისრების კოლეგია უკრაინას თებერვლის დასაწყისში ეწვევა.

„უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში. ეს ძალიან კარგია. ამ პროცესის მხარდასაჭერად, კოლეგია უკრაინას თებერვლის დასაწყისში ეწვევა - გვექნება კოლეგია-მთავრობის შეხვედრა”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა არ დაასახელა ვიზიტის ზუსტი თარიღი. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეისთვის ევროკომისიისა და უკრაინის ხელისუფლების საერთო სამუშაოში „დაახლოებით 18-20 სხვადასხვა საბუთია“.

„ეს [კოლეგია-მთავრობის შეხვედრა] ძალიან კარგი პუნქტი იქნება, რათა დღის წესრიგში მყოფ სხვადასხვა თემაზე [მუშაობა] გავაღრმაოთ და უფრო ინტენსიური გავხადოთ. ეს აჩვენებს, რამდენად მოცულობითია ჩვენი დღის წესრიგი”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა