Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

დიმიტრი ხუნდაძე - „სააკაშვილის სიაში“ პირველი უნდა იყოს თვითონ, რადგან მისი ჯანმრთელობის დაზიანება დადასტურებულად დაიწყო სწორედ მიხეილ სააკაშვილმა

ნახვები: 580 დიმიტრი ხუნდაძე - „სააკაშვილის სიაში“ პირველი უნდა იყოს თვითონ, რადგან მისი ჯანმრთელობის დაზიანება დადასტურებულად დაიწყო სწორედ მიხეილ სააკაშვილმა

უმრავლესობის დეპუტატი , “ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ გიული ალასანიასთან დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერის ავთენტიკურობა უნდა დადგინდეს.

როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამის საჭიროება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე არსებობს.

„ჩანაწერთან დაკავშირებით ბევრი პოლიტიკური შეფასება გაკეთდა. იყო შენიშვნები, იყო უარყოფაც. ვფიქრობ, უნდა დადგინდეს მისი ნამდვილობა, ავთენტიკურობა. თუ ეს გაკეთდება, გაიზრდება დამაჯერებლობის ხარისხი და მხარეებს არ მიეცემათ სპეკულაციის საშუალება. რადგან ასეთი ჩანაწერი გავრცელდა, სჯობს დადგინდეს, რამდენად მაღალია მისი დამაჯერებლობა“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ის ასევე, გამოეხმაურა „მაგნიტსკის სიის“ გაფართოების საკითხს და მასში იმ პირების შეყვანას, რომელსაც ბრალი მიუძღვით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ხუნდაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში სიაში პირველი თავად მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიყვანონ.

„თუკი ვინმე აპირებს ამ სიის შედგენას და ეს მათი გაგებით უნდა იყოს, თუ ვინ მიიღო მიხეილ სააკაშვილის წამებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში მონაწილეობა, ვფიქრობ, ჯერ უნდა დადასტურდეს ასეთი ფაქტი და შემდეგ შეეცადონ ამ სიის შედგენას. თუ დადასტურებამდე აპირებენ ამდაგვარი სიის შედგენას, ვფიქრობ, პირველი ამ სიაში უნდა ჩაწერონ თავად მიხეილ სააკაშვილი, რადგან მისი ჯანმრთელობის ზიანი დადასტურებულად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო: გამოაცხადა შიმშილობა, უარი თქვა ინსტრუმენტულ კვლევებზე და არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, ეს ყველაფერი დადასტურებულია. ასევე, ერთ- ერთმა მისმა ექიმმა, ექსპერტმა თქვა, რომ ის ხშირად იღებდა ალკოჰოლს, რაც საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ამიტომ სიაში პირველი უნდა იყოს თვითონ,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა