ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბექა დავითულიანი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქმე კარგად არ მიდის, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში შეიძლება საქმე უკეთესად წავიდეს

ნახვები: 635 ბექა დავითულიანი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქმე კარგად არ მიდის, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში შეიძლება საქმე უკეთესად წავიდეს

თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პირდაპირ ხელს ადებენ ვანო მერაბიშვილს, რომ მისი გავრცელებული ჩანაწერია, ჩვენ ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რთული მდგომარეობაა.

„ბრალს გვდებენ, რომ ამ ჩანაწერთან კავშირი ხელისუფლებას აქვს მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ბევრი წევრი ისევე, როგორც მე, „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას ვემხრობით, თუმცა ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პირდაპირ ხელს ადებენ ვანო მერაბიშვილს, რომ ეს მისი გავრცელებული ჩანაწერია. თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მთელ ქვეყანას და საკუთარი პარტიის წევრებს იწერდნენ, უქვეყნებდნენ, აშანტაჟებნენ და ა.შ. ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქმე კარგად არ მიდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შეიძლება საქმე უკეთესად წავიდეს. ჩვენ მეტი ინტერესი ამ პროცესის მიმართ არ გაგვაჩნია“, – განაცხადა დავითულიანმა.

სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა