Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

თაკო ჩარკვაინი:მელიას დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ჩანაწერის გარეშე მაქვს მოსმენილი

ნახვები: 580 თაკო ჩარკვაინი:მელიას დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ჩანაწერის გარეშე მაქვს მოსმენილი

არ მომწონს ჩანაწერების გავრცელება, ვერ ვიტან ანონიმ ტიპებს, ვერ ვიტან ჩამწერებს და გამავრცელებლებს, მაგრამ მელიას დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ჩანაწერის გარეშე მაქვს მოსმენილი, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ მოსწონს, ერთმანეთს მხარეები როგორც ექცევიან. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, დასავლური ვექტორის მსხვილი პარტია იძირება.

„ფარული ჩანაწერი არ მჭირდებოდა იმისთვის, რომ ზუსტად მცოდნოდა ინფორმაცია. თქვენ ხედავთ ჩემს დამოკიდებულებას ნიკა მელიას მიმართ. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდი, მაგრამ ფარული ჩანაწერი ჩემს გვერდზე არ დავდე, რადგან ფარული ჩანაწერების ფრიალი არ არის წესი და რიგი, თუმცა არც ის არის წესი და რიგი, რაც ბაჩო დოლიძისგან მოვისმინე. არც ერთი მხარის დამოკიდებულება არ მომწონს. ერთმა თქვა, რომ ეს მერაბიშვილის ხელწერაა. ასე შეიძლება, მეორე მხარემაც თქვას, რომ ეს ფარული ჩანაწერი ავთენტურია და ამის ლეგიტიმური ეჭვი იქნებოდა, რადგან ლაივში მოგვისმენია ნიკა მელიასგან ძალიან უდიერი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ.

ამგვარი საუბარი თავად მაქვს მოსმენილი ნიკა მელიასგან, მაგრამ ვიმეორებ, არც ერთი ჩანაწერი არ მხიბლავს. ეს ლამაზი და პროცესისთვის კარგი არ არის, თუმცა მინახავს თავად ნიკა მელია, რომელსაც დაუჯერებია ხოლმე რაღაც ჩანაწერებისთვის. არ მომწონს ჩანაწერების გავრცელება, ვერ ვიტან ანონიმ ტიპებს, ვერ ვიტან ჩამწერებს და გამავრცელებლებს, მაგრამ მელიას დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ ჩანაწერის გარეშე მაქვს მოსმენილი. ჩემთან არ ვაძლევ ხოლმე უცენზურო სიტყვებით საუბრის უფლებას.

საკმარისზე მეტი აქვს ნიკა მელიას გაკეთებული, ჩანაწერი არ გვჭირდებოდეს იმისთვის, რომ აღარ იყოს მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. მაგალითად, აქციების დაშლა, მესიჯბოქსების გაგზავნა. აქციას როდესაც ვაკეთებდით ერთი წლის წინ, ამბობდა, რომ ეს სააკაშვილს არ სჭირდება და მისი სტრატეგიისთვის კარგი არ არის. ჩემთვის ეს უარესი მოქმედებაა, ვიდრე უზნეო ჩანაწერი, სადაც ასე მეტყველებს. ეს მისი მეტყველების სტილია. ნებისმიერი ოპონენტი დამეთანხმება, რომ ნიკა საერთოდ ასე ემეტყველება ოპონენტებს, სადაც გასდის. არ მომწონს ერთმანეთს მხარეები როგორც ექცევიან. არა ნაკლებ ცუდად მოიქცა ბაჩო, როდესაც თქვა, რომ ეს არის ამის და ამის ხელწერა. ზუსტად იგივე გააკეთა, რაც ჩამწერმა. ძალიან საშიში პროცესია და უნდა მიხედონ. დასავლური ვექტორის მსხვილი პარტიაა, რომელიც იძირება და ჩვენ ძალიან ვღელავთ, რომ მას უსუსური თავმჯდომარე ჰყავს. ამ ბიჭის ხელში, მელიას ხელში დაიძირა პარტია, რეიტინგი დაცემულია, მიმდინარეობს უმოქმედობა, ლანძღვა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები, ნეგატივი და ცილისწამება

ხატია დეკანოიძე - ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება

იაგო ხვიჩია - ნიკა მელიას აუდიოჩანაწერის, როგორც პოლიტიკური პოზიციის სერიოზულად განხილვა აბსურდია

ანა ბუჩუკური:ჩანაწერი აჩვენებს მძიმე მდგომარეობას, რაც „ნაციონალურ მოძრაობაშია“

თამარ ჩერგოლეიშვილი:კეზერაშვილისა და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს ყველაფრის კადრებას

პაატა მანჯგალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირება და განხეთქილება ხელისუფლების ინტერესშია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა