ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - სოლედართან მიწა სავსეა ოკუპანტების ცხედრებით, ასე გამოიყურება სიგიჟე

ნახვები: 652 ვოლოდიმირ ზელენსკი - სოლედართან მიწა სავსეა ოკუპანტების ცხედრებით, ასე გამოიყურება სიგიჟე

კიევში, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის შეხვედრაზე ფრონტის ყველაზე ცხელი მიმართულებები განიხილეს.

„შტაბის მორიგ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში არსებულ ვითარებაზე - ზუსტად იმ რაიონებზე, რომლებიც ახლა ყველაზე ცხელია : ბახმუტი და სოლედარი, კრემენაია და სვატოვო“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება და ამ რთული და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი მთელი დონბასის გათავისუფლება იქნება.

"ეს უკიდურესად რთულია - იქ თითქმის არ არის დარჩენილი მთელი კედელი. ჩვენი ჯარისკაცების გამძლეობის წყალობით, მოვიგეთ დრო და დამატებითი ძალები უკრაინისთვის. და რისი მოგება სურდა რუსეთს იქ? ყველაფერი მთლიანად არის განადგურებული, სიცოცხლე თითქმის არ დარჩა. მათი ათასობით ადამიანი დაკარგულია: სოლედარეთან მთელი მიწა სავსეა ოკუპანტების ცხედრებით და დარტყმების იარებით. აი, ასე გამოიყურება სიგიჟე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა