ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - შობა არის ჰარმონიისა და ოჯახის ერთიანობის დღესასწაული, ერთად დიდი უკრაინული ოჯახი ვართ, ჩვენი ოჯახი ერთიანია, როგორც არასდროს

ნახვები: 651 ვოლოდიმირ ზელენსკი - შობა არის ჰარმონიისა და ოჯახის ერთიანობის დღესასწაული, ერთად დიდი უკრაინული ოჯახი ვართ, ჩვენი ოჯახი ერთიანია, როგორც არასდროს

უკრაინული ოჯახი ერთიანია როგორც არასდროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მართლმადიდებლური შობის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“გულწრფელად ვულოცავ მილიონობით უკრაინულ ოჯახს, რომლებიც დღეს ერთად იკრიბებიან შობის ღამის გასატარებლად და პირველ ვარსკვლავთან შესახვედრად. იგი ქრისტეს შობას მოასწავებს. ეს არის ჰარმონიისა და ოჯახის ერთიანობის დღესასწაული.

ჩვენ ყველანი ერთად დიდი უკრაინული ოჯახი ვართ და სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა - სახლში, სამსახურში, სანგარში, გზაში, უკრაინაში თუ საზღვარგარეთ - ჩვენი ოჯახი ერთიანია, როგორც არასდროს. ერთიანია მისი გამარჯვების რწმენაში.

დაე, ჰარმონია მოვიდეს ყველა ოჯახში, კეთილდღეობა ყველა სახლში, გამარჯვება უკრაინულ მიწაზე და მასთან ერთად - მშვიდობა და კეთილდღეობა ათასობით წლის განმავლობაში. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გაუფრთხილდით საკუთარ ოჯახებს, გაუფრთხილდით ჩვენს უკრაინას! ქრისტე იბადება! განადიდეთ იგი!” - თქვა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა