Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

გიული ალასანია - უკრაინა იმარჯვებს, პუტინი მარცხდება და სააკაშვილი ციხეში ყოფნას შეეგუოს?

ნახვები: 581 გიული ალასანია - უკრაინა იმარჯვებს, პუტინი მარცხდება და სააკაშვილი ციხეში ყოფნას შეეგუოს?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, გუშინ, გულის წასვლის ეპიზოდმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დაასუსტა.

როგორც გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ აღნიშნა, 9 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რა თქმა უნდა, ვერ წავა.

„დღეს ცოტა ვილაპარაკეთ კიდეც, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით ვიყავი შესული. 9 იანვარს ისევ სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელზეც, რა თქმა უნდა, ვერ წავა იმიტომ, რომ ძალიან დასუსტებულია. გუშინდელმა გულის წასვლამ კიდევ უფრო დაასუსტა. ამ ამბის მერე რაღაც კვლევები ჩაუტარდა, მაგრამ შედეგები ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ასევე, მისივე თქმით, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად პატრიარქთან იმყოფებოდა, სტუმრობით კი კმაყოფილია.

„შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა. იქიდან ძალიან კმაყოფილი და მადლიერი წამოვიდნენ. არ ვიცი, პატრიარქმა რა უთხრა, მაგრამ მისთვის ახლა ძალიან დატვირთული დღეებია. პატრიარქის მდგომარეობა ახლა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დიდი და ხანგრძლივი მიღება ჰქონდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დათანხმდა, მიიღო და ამით მადლიერი არიან“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

ამასთანავე, გიული ალასანიას განცხადებით, პატრიარქის წერილი, რომელშიც უწმინდესი სააკაშვილს „ჭეშმარიტი სხვა რეალობის შეცნობას“ უსურვებს, არ შეიძლება აღვიქვათ ისე, თითქოს პატრიარქი მას ციხეში ყოფნასთან შეგუებას ურჩევს. მისივე თქმით, წერილთან დაკავშირებით მსგავსი აზრი რუსეთის აგენტების გარდა თავში არავის მოუვა.

„პატრიარქის წერილზე არ გვისაუბრია, მაგრამ რას უნდა შეეგუოს, ციხეში ყოფნას? როგორ წარმოგიდგენიათ, უკრაინა იმარჯვებს, პუტინი მარცხდება და სააკაშვილი ციხეში ყოფნას შეეგუოს? მსგავსი აზრი რუსეთის აგენტების გარდა თავში არავის მოუვა. არა, რა თქმა უნდა, პატრიარქის წერილის ასე გაგება წარმოუდგენელია", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა