ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის დაკავებას არეულობა მოჰყვა

ნახვები: 644 მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის დაკავებას არეულობა მოჰყვა

მექსიკაში ცნობილი ნარკობარონის, „ელ ჩაპოს“ შვილის დაკავებას არეულობა მოჰყვა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ოვიდიო გუზმან-ლოპესი სინალოას შტატში დააკავეს. როგორც გამოცემა წერს, მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკომოვაჭრის შვილს ექვსი თვე უთვალთვალებდნენ.

„ელ ჩაპოს“ შვილის დაკავების ოპერაციის დროს ქალაქ კულიაკანში სროლის ხმა ისმოდა. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩახერგილი გზები და დამწვარი ავტობუსები ჩანს. „აერომექსიკოს“ თვითმფრინავს კი აფრენის დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაკავების ოპერაციის მიმდინარეობისას ქალაქ კულიაკანში სკოლები დახურეს. დროებით დაკეტილი იყო აეროპორტიც. მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავება სთხოვეს.

ამჟამად, დაკავებული ნარკომოვაჭრე მექსიკის დედაქალაქშია გადაყვანილი.

ოვიდიო გუზმან-ლოპესი ნარკოკარტელ „სინალოას“ ერთ-ერთ ფრთას მეთაურობდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ის და მისი ძმა ხოაკინი სინალოას შტატში მდებარე მეტამფეტამინის 11 ლაბორატორიას ზედამხედველობენ, სადაც დღეში 2 200 კგ ნარკოტიკი მზადდება.

დეკემბერში აშშ-მა ოვიდიო გუზმან-ლოპესის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით ხუთი მილიონი დოლარი დააწესა. მამამისი – ხოაკინ გუზმანი, მეტსახელად „ელ ჩაპო“ ამჟამად აშშ-ში იხდის სასჯელს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა