ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბუდუ ზივზივაძე მომჯობინდა და მოედანს მალე დაუბრუნდება

ნახვები: 637 ბუდუ ზივზივაძე მომჯობინდა და მოედანს მალე დაუბრუნდება

უნგრული გამოცემა nemzetisport-ის ცნობით, ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც მხარზე ოპერაცია გაიკეთა, მომჯობინდა და მოედანს მალე დაუბრუნდება.

ზივზივაძე მომჯობინდა, მისი დაბრუნება ახლოვდება

„ბუდუ ზივზივაძის დაბრუნება ახლოვდება. „ფეჰერვარის“ მეორე გუნდში გადაყვანილმა ქართველმა თავდამსხმელმა 6 ნოემბერს, მესამე ლიგის გუნდთან, „ნადიკანიჟასთან“, მატჩში მხრის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა. ზივზივაძემ, შესაძლოა, მალე დაიწყოს ვარჯიში, თუმცა საკითხავია, „ფეჰერვარში“ რამდენ ხანს დარჩება.

ბუდუ ზივზივაძე კლუბის ნებართვით საქართველოში მკურნალობდა, მან რეაბილიტაციის კურსი, ფაქტობრივად, დაასრულა და არსებული ინფორმაციით, იანვარში „ფეჰერვარში“ ვარჯიშზე ჩავა. თუმცა, შესაძლოა, 28 წლის თავდამსხმელი გუნდში დიდი ხანი აღარ დარჩეს.

„ფეჰერვარის“ სპორტულმა დირექტორმა როლანდ იუჰასმა nemzetisport-ს დეკემბრის დასაწყისში განუცხადა, რომ თუ შეთანხმება მოხერხდება, ზივზივაძე ზამთარში სხვა გუნდში გადავა“ – წერს უნგრული გამოცემა.

ბუდუ ზივზივაძე გასული წლის გაზაფხულზე „უიპეშტში“ თამაშობდა. 11 გოლით გუნდის ბომბარდირი გახდა და ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეებშიც მოხვდა. ბოლო ცნობებით, ქართველ თავდამსხმელს ახლა სწორედ „უიპეშტში“ იწვევენ.

საზმაუ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა