ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს

ნახვები: 636 ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სასამართლოში სარჩელს პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით შეიტანს.

„პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით ვგეგმავ სარჩელის შეტანას სასამართლოში. ჯერ სააკაშვილის სიცოცხლეს გადავარჩენ, მოვიცლი და ნადირაძეებსა და მის მსგავსებს მერე მივაქცევ ყურადღებას სათითაოდ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, ნინო ნადირაძემ ხაჭაპურიძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: „სხვა უამრავ, კლინიკის მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა, მგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი და ჩემი მოადგილის თანდასწრებით“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა