გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა
ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო
Drones strike Russia's Ust-Luga port, fire reported
Frontline update: 191 clashes in past day, 47 Russian assaults repelled on Pokrovsk axis
Ukrainian air defenses intercept 121 of 147 drones launched by Russia overnight
Russian forces lose another 1,220 troops in past 24 hours
Ukraine’s UNESCO envoy: Russia’s membership unacceptable over cultural heritage crimes

გოჩა მირცხულავა წითლიძეს:შეწყვიტე შიმშილობა, რადგან არც შენ გაქვს საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის უფლება

26.12.2022 ნახვები: 588

"შეწყვიტე შიმშილობა, იმის მიუხედავად დაეთანხმები თუ რა ჩემს არგუმენტებს, რადგან არც შენ გაქვს საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის უფლება!
თუ ამ ნაბიჯს მაინც არ გადადგამ, მაშინ შეცვალე პროტესტის ფორმა",-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს. 
 
მირცსულავა, ანი წითლიძე შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 
 
 
"ჩემო Ana Tsitlidze
არ ვაპირებ საჯაროდ ვისაუბრო ჩემს პიროვნულ დამოკიდებულებაზე შენს მიმართ, თუმცა მინდა საჯაროდ მოგმართო, როგორც ქართული პოლიტიკის თვითკმარ და არაორდინალურ პერსონას.
იშვიათად შემხვედრია ქართულ პოლიტიკაში ადამიანი, რომელსაც სმენაც შეუძლია, აღიარებაც და საკუთარი პოზიციისა და ღირებულებების, შეხედულებების მწყობრი დაცვა. შენ ხარ ასეთი პერსონა და ეს მომწონს ფრიად. სამწუხაროდ ქართული პოლიტიკური რეალობა გვაჩვენებს ერთ დიდ და საშინელ სურათს - პოლიტიკოსები არ იზრდებიან და მათი ბიოლოგიური ასაკის მატება, პოლიტიკური სტაჟის პარალელურად, გამოცდილებების გათვალისწინების ფორმულა კი არ ხდება, არამედ მენტალური დეგრადაციისა და პოლიტიკური ალღოს სრული ატროფიის დემონსტრირებას ახდენს. მიხარია, რომ მათ რიცხვს არ მიეკუთვნები.
ქართველი პოლიტიკოსების საქმიანობისა და ბრძოლის მეთოდები გასული საუკუნის 90-იანი წლების პარადიგმაშია მოქცეული.
ამ ფონზე არა ერთხელ აღმინიშნავს გაოცება და გაკვირვება პოლიტიკური პროცესებისადმი შენი დამოკიდებულებით, გონიერი შეფასებებით და მომავალზე გათვლილი ფორმულების დაუსრულებელი ძიების წყურვილით.
ორიოდე დღის წინ სიმხნევე გისურვე და მთელი ამ პროცესის განმავლობაში მეტად არც შემოგხმიანებივარ, მაგრამ ახლა არანაირი მორალური უფლება არ მაქვს გულგრილად ვაკვირდებოდე შენს მდგომარეობას.
2021 წლის 1-ელ ნოემბერს საჯაროდ მივმართე მიხელს სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით. ეს ის პერიოდია, როდესაც მისი მრავალი მომხრე და თანამებრძოლი მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ შიმშილობა სწორი პოლიტიკური აქტი იყო და არის.
მე ვხედავდი პროცესს სხვაგვარად, როდესაც შიმშილობა ვერ გახდებოდა პოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალება და პირველ რიგში დააზიანებდა მის ჯანმრთელობას, პოლიტიკურ პროცესს შეუცვლიდა ვექტორს და სახელმწიფოში არსებული უამრავი გამოწვევა გადაინაცვლებდა მეორე რიგში. თავად მესამე პრეზიდენტის შიმშილობა და მისი ჯანმრთელობის გაუარესება, თანმდევი პროცესებით გახდებოდა - სანახაობა. მწარე, უკიდურესი პიროვნული დრამებით აღსავსე, გულში ჩამწვდომი, მეორე მხრივ კი „ახაია მაგაზე“ - ჰუმანურობისაგან დაცლილი ადამიანების აგრესია, რომელიც მაინც სანახაობის კონტექსტში გაიაზრება.
ერთი ამონარიდი იმ მიმართვიდან, რომელსაც ვიცოდი, რომ მას არავინ ანახებდა:
ბატონო მიხეილ,
ცალკეულ საკითხებზე თანხმობა და უთანხმოება სრულებით არ გამორიცხავს, ასევე, ჩემს დამოკიდებულებას თქვენს შიმშილობასთან დაკავშირებით.
მიმაჩნია, რომ უნდა შეწყვიტოთ შიმშილობა და ამ პოზიციის სასარგებლოდ უამრავი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო. ვიტყვი მხოლოდ ორს: ეს სწორია, როგორც ჰუმანური, ასევე, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.
რა თქმა უნდა, გაქვთ საკუთარი ცხოვრების განკარგვის უფლება, მაგრამ არ გეთანხმებით, რომ გაქვთ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის უფლება!
რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ნათელია, რომ პოლიტიკა არ არის ერთჯერადი და დროში შემოსაზღვრული აქტი!
უნდა შეწყვიტოთ შიმშილობა თუნდაც იმ რეალობის სწორად შესაფასებლად, რომელიც ახლა საქართველოსა და რეგიონშია შექმნილი.
უნდა შეწყვიტოთ შიმშილობა, რადგან მოიძებნოს გამოსავალი იმ პოლარიზაციის დასასრულებლად, რომელშიც ახლა ქართული სახელმწიფო იმყოფება, სახელმწიფო, სადაც ჰიბრიდული ომი მძვინვარებს, პოლარიზაცია კი ვის წისქვილზეც ასხამს წყალს, არ გესწავლებათ, მით უფრო, იმ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, რაც კარგად გახსოვთ.
ზუსტად ვიცი, რომ მომავალშიც არაერთხელ იქნება ფაქტი, როდესაც არ დაგეთანხმებით და როდესაც თქვენს ნაბიჯებს მოვიწონებ. ეს იქნება სრულიად ნორმალური, რადგან გონიერ პოლიტიკოსებს მაქებრების სექტა კი არა, მწარე სიმართლე და დამფასებლები სჭირდებათ სწორი გადაწყვეტილებებისა და მოტივაციისთვის.
ახლა, დიახ, ახლა თქვენი შიმშილობა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას კი არ აზიანებს, არამედ, იმ პოლიტიკურ პროცესსაც, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ბოლო ორი ათეული წელია, ბრძანდებით!
თქვენი შიმშილობა ამ ეტაპზე პოლიტიკურ პროცესს კი არ ქმნის, არამედ, აფერხებს, მინიმუმ, კალაპოტს უცვლის. ახალ კალაპოტს კი ბევრი შლამი მოჰყვება - ესეც კარგად მოგეხსენებათ და ისიც, რომ მის დაწმენდას დიდი დრო უნდა.
ბატონო პრეზიდენტო,
შეწყვიტეთ შიმშილობა.“
იცი, ამ ყველაფერში რას ვგულისხმობდი? ბევრ რამეს და ტყუილად, რომ არ გამიკეთებია აქცენტი რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ეს დრომ დაადასტურა კიდეც.
უფრო მეტიც - ჯანმრთელ, რიხიან, პოლიტიკურ დღის წესრიგზე და მომავალზე ორიენტირებულ მიხელ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს შეგეძლოთ სახელმწიფოს ევროინტეგრაციის საკითხში და კანდიდატის სტატუსის მოპოვების საქმეში უდიდესი როლი შეგესრულებინათ და ეს მის სასარგებლოდ ისეთივე დათქმად გაჟღერებულიყო, როგორც გაჟღერდა ომის საფრთხე დსთ-ს წევრი მოლდოვისთვის. და ეს ხომ არ იქნებოდა „ოცნებისთვის“ გაკეთებული საქმე, არამედ საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოსთვის განხორციელებული აქტი.
სამწუხაროა, რომ მესამე პრეზიდენტი და მისი ბევრი თანამოაზრე არ იზიარებს იმ აზრს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელად ყოფნა ბევრად მომგებიანი იყო და არის, ვიდრე ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება.
ახლა შენ მოგმართავ, შეწყვიტე შიმშილობა, მით უფრო, როდესაც ექიმები იძლევიან შესაბამის რეკომენდაციას. იმიტომაც, რომ სარეაბილიტაციო პროცესში შენი პოლიტიკის მიღმა ყოფნა ძალიან ბევრს გაახარებს და მისცემს შესაძლებლობას ის გააკეთოს, რაც შენთვის მიუღებელია.
და კიდევ, ყოველთვის გახსოვდეს, რომ ცოტნე დადიანს პირსისხლიანი, მძვინვარე მაგრამ ღირსეული ვიზავი აღმოაჩნდა.
შეწყვიტე შიმშილობა, იმის მიუხედავად დაეთანხმები თუ რა ჩემს არგუმენტებს, რადგან არც შენ გაქვს საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის უფლება!
თუ ამ ნაბიჯს მაინც არ გადადგამ, მაშინ შეცვალე პროტესტის ფორმა.
პატივისცემით,გოჩა მირცხულავა",-წერს მირცხულავა
 
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა