მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ პუტინის ბრძანებით მოწამლეს

ნახვები: 621 მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ პუტინის ბრძანებით მოწამლეს

მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ პუტინის ბრძანებით მოწამლეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ფეიგინი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ავრცელებს.

„ძვირფასო მარკ, გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს. თქვენი დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ და ახლაც რეგულარულად გიყურებთ. პუტინმა მართლა გასცა ჩემი ციხეში მოკვლის ბრძანება. ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა დანამდვილებით დაადგინეს, რომ მე ციხეში ვიყავი მოწამლული და ამან გამოიწვია ყველა ჩემი სიმპტომი. ვცდილობ გავუძლო. წარმატებები თქვენ თქვენს კეთილშობილ საქმეში”, – წერია წერილში.

 
წერილს კომენტარს უკეთებს თავად ფეიგინიც.

„მიხეილ სააკაშვილის ჩემთვის გამოგზავნილი წერილი ციხის საავადმყოფოდან. თუ არაფერს არ ვიზამთ, მოკვდება მიხეილ ნიკოლოზის ძე”, – წერს ფეიგინი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა