ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თეა წულუკიანი - მოვა დღე, როცა სააკაშვილი გაბრაზდება და მისი ვითომ გულშემატკივრების აღვირახსნილობას ციხიდან წერტილს დაუსვამს

ნახვები: 640 თეა წულუკიანი - მოვა დღე, როცა სააკაშვილი გაბრაზდება და მისი ვითომ გულშემატკივრების აღვირახსნილობას ციხიდან წერტილს დაუსვამს

არ ვიცით, რას გააკეთებს სასამართლო. რასაკვირველია, ეს დაუჯერებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც ჩექმის ქვეშ ჰყავდა სასამართლო ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლებამ, მათ შორის მე, არ ვიცით, რას იზამს სასამართლო, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ვითომ გულშემატკივრებს ჰგონიათ, რომ, რაკი სხვა რესურსი აღარ აქვთ, სააკაშვილით უნდა ითამაშონ.

წულუკიანი იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ „აღვირახსნილობას“ ციხიდან წერტილს დაუსვამს.

„ისე თუ მოხდა, რომ სასამართლომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასჯელის აღსრულების გადავადება საფუძვლიანად არ მიიჩნია, „ნაციონალური მოძრაობა“ მორიგჯერ შეეცდება ტურბულენტობის ორგანიზებას, იქნება ეს 29-ში, 28-ში თუ შემდეგ, რა მნიშვნელობა აქვს. რასაკვირველია, ეს ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ იქნება. ეს იქნება მორიგჯერ ვითომ გულშემატკივრების მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით, სიცოცხლით და ბედით თამაში, რადგან მათ ჰგონიათ, რომ, რაკი სხვა რესურსი აღარ აქვთ, სააკაშვილით უნდა ითამაშონ, რათა რამე გამოუვიდეთ. იმედს ვიტოვებ, მოვა დღე, როცა სააკაშვილი გაბრაზდება და ამ აღვირახსნილობას ციხიდან წერტილს დაუსვამს. ხელმოცარული პოლიტიკოსები დაკავებული არ იქნებიან მისი ბედით თამაშით და დაკავდებიან პარტიის რეორგანიზაციით, აწყობით, მოწყობით, თუ ესეც გვიანი არ არის“, – განაცხადა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა