ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ალექსეი არესტოვიჩი - საქართველო ახლა აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს

ნახვები: 638 ალექსეი არესტოვიჩი - საქართველო ახლა აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნელ-ნელა კვდება“.

„ციხეში რომ მოკვდეს, მაშინ ყველა იტყვის, რომ მათ (საქართველოს ხელისუფლებამ) მოკლეს. ეს გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში, პროვოკაციებამდე, მასობრივ არეულობამდე, რევოლუციებამდე და ა.შ.“, - აცხადებს არესტოვიჩი.

უკრაინელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ უშვებს, მოსკოვის ეშინია.

„ჩნდება კითხვა: ვისი ეშინიათ ასე? პასუხი ძალიან მარტივია: ის, ვის მიმართ შიშსაც სომხეთი მალე შეწყვეტს (ან უკვე აღარ ეშინია)“, - აცხადებს არესტოვიჩი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთმა ქვეყანას უზარმაზარი უბედურება მოუტანა, საქართველო ახლა აბსოლუტურად პრორუსულ კურსს ატარებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა