ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ევროპარლამენტი რეზოლუციაში სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პრობლემის გადასაწყვეტად მისი „კონსტიტუციური პრეროგატივები“ გამოიყენოს

ნახვები: 639 ევროპარლამენტი რეზოლუციაში სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პრობლემის გადასაწყვეტად მისი „კონსტიტუციური პრეროგატივები“ გამოიყენოს

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ჩანაწერი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაშიც ფიქსირდება.

კერძოდ, ევროპარლამენტი ერთ-ერთ შესწორებაში სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, მისი „კონსტიტუციური პრეროგატივები“ გამოიყენოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პრობლემის გადასაწყვეტად.

აღნიშნული შესწორება ანა ფოტიგას მიერ იყო ინიცირებული და მას მხარი 525-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 54 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 31-მა თავი შეიკავა.

„[ევროპარლამენტი] კვლავ იმეორებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულ პასუხისმგებლობას ატარებს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და პასუხისმგებლობის წინაშე უნდა დადგეს თუ მას რამე დაემართება; [ევროპარლამენტი] მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს მისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, - წერია შესწორებაში.

ამავე შესწორებაში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელს, აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების უზრუნველყოფაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა