უნგრეთი: ოპოზიციამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ორბანმა მარცხი აღიარა
Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership

კახა კალაძე სააკაშვილზე - ეს არის სიმულირება - ჭამოს, დალიოს და წონაში არ დაიკლებს

14.12.2022 ნახვები: 540

ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის [მიხეილ სააკაშვილი] კონტრაბანდისტულად შემოვიდოდა, მანამდე ჩაიტარა კუჭზე ოპერაცია - ჭამოს და არ დაიკლებს წონაში, დალიოს და არ დაიკლებს წონაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, როდესაც პატიმარი არ იკვებება, ისე როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა.

„ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის [მიხეილ სააკაშვილი] კონტრაბანდისტულად შემოვიდოდა მანამდე ჩაიტარა კუჭზე ოპერაცია. როდესაც პატიმარი არ იკვებება, ისე როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას. თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია ეს სამწუხაროა, ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია.

პოლიტიკოსებმა ყველაზე ნაკლები უნდა ისაუბრონ, არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პოლიტიკოსებმა ჩვენ საქმეს მივხედოთ“,- აღნიშნავს კალაძე.

როგორც კალაძე განმარტავს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს.

„ეს არის სიმულირება. ყველაფერი კეთდება, რომ თითქოს, საზოგადოებას მიაწოდონ აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს. ეს ვერ მოხდება. კონკრეტული დანაშაულებია. დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჭამოს და არ დაიკლებს წონაში, დალიოს და არ დაიკლებს წონაში. პოლიტიკოსებმა ან საკითხზე ნაკლები უნდა ვისაუბროთ“,- აღნიშნა კალაძემ.

როგორც კალაძე განმარტავს, ის მიესალმება შეთავაზებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართავს ითვალისწინებს.

„ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოიყვანონ სპეციალისტები, ვინც ამ პროცესში ჩაერთვებიან. შესაბამისი უწყება ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, რაც მნიშვნელოვანია. სააკაშვილის შემთხვევაშიც ასე იქნება“, - აღნიშნავს კალაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა