ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალში გავიდა
ტელეკომპანია "იმედი" გაიყიდა
როგორ დაალაგო ქაოსი შენს ცხოვრებაში? - რას ამბობს კვანტური ფიზიკა
მაგდა კოტრიკაძე - დათრგუნული ემოციები
ხელოვნური ინტელექტი ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და თერაპიაში: შესაძლებლობები და გამოწვევები
მაგდა კოტრიკაძე - ყოველი მესამე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
დედა vs მამა?!
რატომ არ ქორწინდებიან თამედროვე სამყაროში?

მსოფლიო ჩემპიონატს ინგლისის ნაკრებიც გამოეთიშა - ნახევარფინალში საფრანგეთი მაროკოს დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT

11.12.2022 ნახვები: 558

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალები ინგლისი-საფრანგეთის მატჩით დასრულდა. ამ შეხვედრას უნდა გაერკვია, რომელი გუნდი ითამაშებდა ნახევარფინალში მაროკოს წინააღმდეგ. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა საფრანგეთმა დამაჯერებელი თამაშით ინგლისი 2:1 დაამარცხა და მორიგი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ.

ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ირანთან 6:2 გამარჯვებით გახსნა. მომდევნო სამი შეხვედრიდან ორი 3:0 მოიგო. თუმცა სწორედ მეოთხედფინალში, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთთან უნდა გამოჩენილიყო ბრიტანელთა რეალური ძალა. გამოჩნდა კიდეც – პირველივე ტაიმში სცადა უპირატესობის მოპოვება და საგოლე მომენტებიც შექმნა. საინტერესოა, რომ ინგლისის ნაკრები პირველად 38-ე წუთზე დაჯარიმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტოქის შესაჩერებლად განზრახ ფოლები არ სჭირდებოდა.

თუმცა საფრანგეთი ხომ მსოფლიო ჩემპიონია, იცის, როგორ მოიგოს. ფრანგები დაცვას დიდ ყურადღებას უთმობდნენ, თუმცა საჭირო დროს მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. მე-17 წუთზე ჩუამენმა შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა და საფრანგეთმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

ინგლისის ნაკრებმა მეორე ტაიმში თამაში კიდევ უფრო გაამწვავა. ყველაზე სახიფათო ბუკაიო საკა იყო, რომელმაც 54-ე წუთზე პენალტი გამოიმუშავა. თერთმეტმეტრიანი ჰარი კეინმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

ეს გახლდათ კეინის 53-ე გოლი ინგლისის ნაკრებში. ამ შედეგით ის ინგლისელთა ყველა დროის ბომბარდირ  უეინ რუნის გაუთანაბრდა. სხვათა შორის, კეინს ამავე მატჩში შეეძლო სნაიპერთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურება, თუმცა მეორე პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი კარს ზემოდან ააცილა.

მანამდე კი თავისი გოლი საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირმა ოლივიე ჟირუმ გაიტანა. მას ამ მუნდიალზე მეოთხე გოლი მოუგროვდა. ამდენივე აქვს ლეო მესის. ბომბარდირია ფრანგი კილიან მბაპე – 5 გოლი.

 1tv.ge

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა