ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს

ნახვები: 644 ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტებით შენგენის ზონაში შესვლა ან სამოგზაურო ვიზის მიღება აკრძალული იქნება.

ამ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკვე აკრძალულია ან აკრძალვის პროცესშია. ევროკავშირის საბჭოში აღნიშნავენ, რომ სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების გადაწყვეტილება ევროკავშირის პასუხია „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე“, ასევე, „წარმოადგენს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების შესახებ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შედეგს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა