War update: 312 clashes on front lines over past day, Pokrovsk axis most active
Russian army loses 1,250 troops in war against Ukraine over past day
Ukrainian Air Force shows F-16 shooting down Shahed drone
Russians face growing difficulties accessing high-speed internet – intelligence
Finland allocates €3M to support UN Women in Ukraine initiative
AFU soldiers capture 11 Russian servicemen in Zaporizhzhia sector
German charity Ukraine-Hilfe sends over €10M in humanitarian aid to Ukraine
Defense Forces destroy self-propelled artillery in Pokrovsk, which Russians planned to use to cover assault

ანა წითლიძე - საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ხმა შეიძლება მივცე

08.12.2022 ნახვები: 556

მე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა შეიძლება მივცე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს და მასზე ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის დასკვნის პროექტს ეხებოდა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ცვლილებებში შესული არ არის და დასკვნის პროექტში ყურადღება მახვილდება, არის დამატებითი ასპექტები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, საარჩევნო კამპანიისას დებულებები ოფიციალური თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე, მაღალი ზღვარი საარჩევნო შემოწირულობებისთვის, ამომრჩეველთა დაშინების პრევენციისთვის მიმართული ზომები და ა.შ.

„ჩემი მიზანი არ არის ამ პოზიტიური ცვლილებების დაკნინება, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები ამ ქვეყანაში უზრუნველყოფს დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს, რაც ასე არ არის. განხორციელებული ცვლილებები, რაც ეუთო/ოდირმა დადებითად შეაფასა, საარჩევნო პროცესის მხოლოდ 10 პროცენტია, 90 პროცენტი კი, რაც არის საარჩევნო გარემო, ძალადობა, ამომრჩევლის მოყიდვა, რჩება პრობლემად. ეუთო/ოდირის პოზიტიური დასკვნა მთელ რიგ საკითხებში ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიტიურ დასკვნებს, მაგრამ ასევე ემთხვევა მთელი რიგი შენიშვნები და რეკომენდაციები. ეუთო/ოდირი ამბობს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არ არის სრული და ყოვლისმომცველი და ეხება მხოლოდ კონკრეტულ საკითხებს. წარმოდგენილი ცვლილებები ნაწილობრივ ისახავს მიზნად საარჩევნო რეფორმის შესახებ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას, მაგრამ არ ეფუძნება საარჩევნო კოდექსის სრულ გადახედვას. ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი იძლევიან რეკომენდაციას, რომ ჩატარდეს ყოვლისმომცველი რეფორმა და საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვალოს არჩევნებამდე საკმაო ხნით ადრე. ამავე დასკვნაში გვეუბნებიან, რომ მიუხედავად ამ ცვლილებების პოზიტიური შეფასებისა, არის მთელი რიგი საკითხები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რომლის მოუწესრიგებლობის შემთხვევაში, არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად და სამართლიანად. იძლევიან რეკომენდაციას, რომ მათი ბოლო მოსაზრებები განხორციელდეს,“ - განაცხადა წითლიძემ.

წითლიძე ასევე გამოეხმაურა „მოქალაქეების“ დეპუტატის, ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ საარჩევნო კოდექსის საკითხზე, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები „ქართულ ოცნებას“ შეხვდნენ, რის შესახებაც მმართველი გუნდის წევრის, გივი მიქანაძისგან გაიგეს. წითლიძის თქმით, შეხვედრა კომიტეტის ფარგლებში ჰქონდათ და მათი რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინეს.

„მე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა შეიძლება მივცე, რადგან განხორციელებული ცვლილებების10 პროცენტი არის კარგი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. მაგალითად, გაითვალისწინეს, რომ ელექტრონული დათვლის დროს ხარვეზისას უპირატესობა მიენიჭოს ხელით დათვლას, მაგრამ ეს უშველის იმ ფაქტს, ადამიანებს წინასაარჩევნოდ სოციალურ დახმარებებს რომ უხსნიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თუ არ არიან? ან იმას, არჩევნების პროცესში კანონიერი ქურდები და უბნის მაყურებლები რომ მონაწილეობენ პირადობის მოწმობის ჩამორთმევაში?“ - აცხადებს წითლიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა