ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ალუდა ღუდუშაური მამუკა მამულაშვილზე- „დათა თუთაშხიაში“ კიკუ კი არ არის მთავარი, მთავარია ის, ვინც მას კიკუდ აქცევს

ნახვები: 645 ალუდა ღუდუშაური მამუკა მამულაშვილზე- „დათა თუთაშხიაში“ კიკუ კი არ არის მთავარი, მთავარია ის, ვინც მას კიკუდ აქცევს

თანხის სანაცვლოდ ადამიანების საომარ მოქმედებებში წაყვანა არის მოქალაქეების ღირსების აყრა - „დათა თუთაშხიაში" კიკუ კი არ არის მთავარი, ვინც მას კიკუდ აქცევს ის არის მთავარი, ფულის სანაცვლოდ არ უნდა გააკეთებინო ეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა უკრაინაში "ქართული ლეგიონის" მეთაურ მამუკა მამულაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

ღუდუშაურის შეფასებით, ფულის სანაცვლოდ მეომრის დაქირავება ამორალურია, რაც არ უნდა დიდი მიზანი გამოძრავებდეს და იქვე დასძენს, რომ ასეთი მიზანი აქ არ იკვეთება.

„დღეგამოშვებით გამოდის ეს ადამიანი პარტიული ტელევიზიებით და ქართველ ხალხს ჭკუას გვასწავლის, აღარ ვსაუბრობ იმას, როგორი შეურაცხმყოფელია მისი გამოსვლები ხშირად. ამ ადამიანს როგორც ვხედავთ ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, ამორალურია, როცა ადამიანებს ფულის სანაცვლოდ... ძალიან მიმძიმს ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ სხვა არაფერია თუ არა დაიქირაო ადამიანი იმისთვის, რომ იქ საკუთარი მიზნები გაატარო, რაოდენ დიდი მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეს და ბუნებრივია, ეს აქ არ და ვერ იკვეთება. ამორალურია თანხის სანაცვლოდ ადამიანების საომარ მოქმედებებში წაყვანა, ეს არის პირდაპირ შენი მოქალაქეების უბრალოდ ღირსების აყრა, რომ მოგცემ თანხას და ამ თანხის სანაცვლოდ საკუთარი ოჯახი, სიცოცხლე დააყენე რისკის ქვეშ და წამოდი საომარ მოქმედებებში.

მამულაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური აპოლოგეტი. ის არ და ვერ გაემიჯნება იმ ფაქტს, რომ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი წარმომადგენელი დღეს, სპიკერი, რუპორი და მისი იდეების გამტარებელი," - განაცხადა ღუდუშაურმა.

კითხვაზე -იმ მებრძოლებს, ვინც მამულაშვილთან ერთად "ქართულ ლეგიონში" იბრძვიან ღირსებააყრილს უწოდებს თუ არა? - ღუდუშაური პარალელს "დათა თუთაშხიას" პერსონაჟ "კიკუსთან" ავლებს და აცხადებს, რომ “მთავარი ის არის, ვინც მას კიკუდ აქცევს".

„ადამიანს თუ უნდა წასვლა იდეისთვის ვაჟკაცობაა და წავა, მაგრამ როცა არ უნდა წასვლა და ეუბნები, რომ ფულს მოგცემ, ფულის სანაცვლოდ რომ ხდება ეს - თუთაშხია ხომ გაქვთ ნანახი, წაკითხული თუ არა, იქ კიკუ კი არ არის მთავარი, ვინც მას კიკუდ აქცევს ის არის მთავარი, ფულის სანაცვლოდ არ უნდა გააკეთებინო ეგ. ღირსებას ეს კი ვერ აყრის, ვერც „ნაციონალური მოძრობა“, ვერც მამულაშვილი მოქალაქეებს ღირსებას ვერ აყრიან, 9 წელი ამას ცდილობდნენ”, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა