ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შალვა ხაჭაპურიძე:ვერ ჭამს ამ საჭმელს და რა გააკეთოს? ამაზე დიაგნოზები მეტყველებს

ნახვები: 640 შალვა ხაჭაპურიძე:ვერ ჭამს ამ საჭმელს და რა გააკეთოს? ამაზე დიაგნოზები მეტყველებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მკურნალობის ისეთი კურსი, რომელსაც საქართველოში „არ უტარებენ, ვერ უტარებენ და ვერც ჩაუტარებენ“. როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, აღნიშნული სულაც არაა გასაკვირი და მას ამის დამადასტურებლად 2021 წლის, ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოჰყავს, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს არ აქვს ჯანდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“.

„ერთ მაგალითს მოვიტან არის ასეთი, პაპოშვილის საქმე. 2021 წლის დეკემბერში, ევროსაბჭომ მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ბელგიიდან არ გადმოსცა საქართველოს პაპოშვილი. ამ გადაწყვეტილებაში ცალსახად წერია, „პატიმარი პაპოშვილი არ გადაეცეს საქართველოს იმიტომ, რომ საქართველოს არ აქვს ჯანდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

 
 

შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს მიმართა კითხვით, „რატომ არ ურჩევენ სააკაშვილს, რომ მიიღოს საკვები?“. ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი რომ ვერ ჭამს და ვერ იღებს საკვებს, ამაზე ზუსტად ის დიაგნოზები მეტყველებენ, რომელიც გაჟღერდება სასამართლო პროცესზე.

„სამეგობროში, საახლობლოში, სანათესავოში, ალბათ, ყველას გვყოლია ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში ყოფილა და ვერ იკვებება. უნდა საკვების მიღება და ვერ იკვებება. ზოგს სიმსივნე აქვს, ზოგს ციროზი ჰქონია, ძალიან ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. ახლა ექიმებს, მკურნალობას დავანებოთ თავი და მივიდეს მთელი პარლამენტი და ვეხვეწოთ, ჭამე შენი ჭირიმე-თქო? ვერ ჭამს ამ საჭმელს და რა გააკეთოს? რომ ვერ ჭამს და ვერ იღებს საკვებს, ამაზე ზუსტად ის დიაგნოზები მეტყველებენ, რომელიც გაჟღერდება სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა