ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნიკა მელია - მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ან სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მორალურად და ზნეობრივად უნდა შეძლოს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა

ნახვები: 637 ნიკა მელია - მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ან სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მორალურად და ზნეობრივად უნდა შეძლოს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა

შევედით კულმინაციურ ფაზაში, როდესაც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ან მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მორალურად და ზნეობრივად უნდა შეძლოს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ხელისუფლების დავალებით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის საკითხი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრიორიტეტულია და ეს პარტიისთვის მთავარ საზრუნავად რჩება.

„დღევანდელი დღე დასტური იყო შემდეგი მოცემულობისა - საკითხი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს, მის ჯანმრთელობას, სიცოცხლის შენარჩუნებას და ამ ჰუმანიტარული საკითხის გადაწყვეტას ეხება, არის პრიორიტეტული „ნაციონალურ მოძრაობაში“ და დარწმუნებული ვარ, მთლიანად დემოკრატიულ, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებში.

ჩვენთვის ახლაც, კვლავ რჩება მთავარ საზრუნავ საკითხად, რაც დღემდე გადაუჭრელია - მოხერხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ვფიქრობ, ბოლო დღეებში არაერთი კომენტარი მოვისმინეთ, რომ მკურნალობის რესურსი ამოწურულია და რაიმე სახის დადებითი დინამიკის შექმნაც კი შეუძლებელია, არათუ მისი შენარჩუნება. ამიტომ გამოსავალი კვლავაც რჩება მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება სწრაფად, საზღვარგარეთ გადაყვანა. შევედით კულმინაციურ ფაზაში, როდესაც მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ან მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მორალურად და ზნეობრივად სასიკვდილო განაჩენის გამოტანა უნდა შეძლოს ხელისუფლების დავალებით. „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ სასამართლო პროცესებისკენ“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება იმას, რა ბერკეტების გამოყენებას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მელიას თქმით, ამოქმედდება ყველა ის ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებას მოემსახურება.

„დარწმუნებული ვარ, ყველა ის ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომელიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებას, ამოქმედებული იქნება. აქ საზოგადოებრივ-პოლიტიკური წნეხი უმნიშვნელოვანესია. მორალური უპირატესობა, რომელიც სააკაშვილს, მის ოჯახს და მხარდამჭერებს აქვთ, უკვალოდ არ ჩაივლის. ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ სასიკვდილო განაჩენთან შემგუებლობა ბევრი ადამიანისთვის გამორიცხული იქნება. საკითხი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და მიხეილ სააკაშვილს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელს არ ეხება, საკითხი ეხება იმას, რომ როგორც ადამიანს, ისე ებრძვიან. მისი სიცოცხლის განადგურებისთვის იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რასაც საზოგადოება წინ აღუდგება. იმედს ვიტოვებ, საღი აზრის ერთი მარცვალი მაინც, რომელიც შესაძლოა ხელისუფლების წიაღში არსებობდეს, გაიმარჯვებს და ამ ისტორიულ უსამართლობაზე ხელს არ მოაწერენ. ქვეყნის რიგით მესამე პრეზიდენტის მკვლელობა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ თანამოაზრეების წუხილი არაა - მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ფატალური შედეგი საქართველოს მრავალწლიან პერსპექტივაში უარყოფითად აისახება“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა