Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership
Macron, Erdoğan discuss war in Ukraine, Middle East situation

ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია

05.12.2022 ნახვები: 543

მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს - ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოსთვის დიდი დანაკლისია და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წინა შემთხვევების დროს დაღუპული სამხედროების გადმოსვენება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.

„გულწრფელად მინდა ამის თაობაზე ვთქვა, დიდი დანაკლისია. უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ტრაგედიაა. ასე რომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.

ასევე, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა წინა შემთხვევების დროს დაღუპულის გადმოსვენება მთავრობის უშუალო ჩართულობით მოხდა. ამ ხარჯებს სრულად მთავრობა ფარავს და ასევე, ჩვენი გადაწყვეტილებით, ვინაიდან მათი უმეტესობა იყო ყოფილი სამხედრო, პოლიციელი, ოფიცერი, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიაზე ომებში, ყველა ღირსეულად, სამხედრო პატივით იქნა დაკრძალული,“ - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ომში დაღუპული სამხედროების საკითხით გარკვეული დივიდენდების მიღებას ცდილობენ.

„ასევე მინდა ვთქვა, ვუყურებთ რა, ბოლო დღეების განმავლობაში ატეხილ აჟიოტაჟს და ყველაზე მგრძნობიარე საკითხს, ადამიანი გარდაიცვალა ომში და ამაზე ვიღაც, ფარისეველი, მე ასე უნდა ვუწოდო, ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები გარკვეული დივიდენდების მიღებას ცდილობენ. ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს. მინდა ყველას შევახსენო, ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, შეიძლება ასე ითქვას, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ცდილობდა და ცდილობს გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებულია ახლაც სამწუხაროდ - ჩვენი თანამოქალაქეები ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში მიჰყავთ. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა თავიდან არიდებული ჩვენი მთავრობის მიერ და ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიქცა რეალური მათი ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს,“ - განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა