ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბაჩო დოლიძე:მთავარია, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევის პროცესი გამართული იყოს, არავინ ცდილობს გაჯანჯლებას

ნახვები: 638 ბაჩო დოლიძე:მთავარია, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევის პროცესი გამართული იყოს, არავინ ცდილობს გაჯანჯლებას

ბრიფინგების ფორმასთან დაკავშირებით, რადგან არჩეულია ასეთი კომუნიკაციის ფორმა, ვერავის დავუშლი, ჭკუას ვერ დავარიგებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა დამოუკიდებლად ირჩევს საკომუნიკაციო ენას.

„მე სხვანაირად გავაკეთებდი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ყველასთან ნორმალური, კონსტრუქციული, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ხშირადაც ვხვდებით. შესაბამისად, ის ფორმა, რომელიც არჩეულია – ბრიფინგებით საუბარი, ალბათ აქვს თავისი დატვირთვა, რომელსაც შეიძლება, ჯერმე ვერ ვხვდებოდე“, – აღნიშნა დოლიძემ.

ამასთან, ბაჩო დოლიძის თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც 11 დეკემბერს გაიმართება, კენჭი ეყრება ისეთ საკითხებს, როგორიცაა პლატფორმის არჩევა და ხმის მიცემა. დოლიძის განცხადებით, 11 დეკემბერი მნიშვნელოვანი თარიღია შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში.

„ვფიქრობ, პოლიტსაბჭო ამ საკითხებზე იმსჯელებს. თითოეულ ვერსიას ეყოლება მომხსენებლებიც. დაველოდოთ გადაწყვეტილებას, რომლის შემდეგ დაიწყება კანდიდატების რეგისტრაცია და შემდგომ უკვე წინასაარჩევნო კამპანია. იდეაში ყველას გვინდა, სწრაფად დასრულდეს ეს პროცესი. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია კიევში იმყოფება. მივცეთ საშუალება, ჩამოვიდეს და უხელმძღვანელოს აღნიშნულ სხდომას. ამ თვალსაზრისით, არ მგონია, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვიოს რამდენიმე დღით გადადებამ.

რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებს, თვითმიზანი თუ არის, რომ მაინცდამაინც ამ წელს უნდა ჩატარდეს, ვერ ვხვდები. შეიძლება, რამდენიმე დღე გადასცდეს. აქ ამოცანა არ არის, ყველაფერი ახალ წლამდე მოესწროს. მთავარია, პროცესი იყოს მაქსიმალურად გამართული. არავინ ცდილობს ამის გაჯანჯლებას. ერთი ან ორი დღით თუ გადასცდება, ან უფრო ადრე ჩატარდება, ამის კომპლექსი მე არ მაქვს“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა