ეუთო/ოდირი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ოქტომბერში შეტანილი ცვლილებები შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის კუთხით და უნდა გაუქმდეს
ადვოკატი - მზია ამაღლობელის ტელეფონში "დიფ სთეითი“ არ აღმოჩნდა
ელენე ხოშტარია - მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების“ სახით
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს
ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის ოდენობის გირაო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყო
Ukrainian refugees in Germany to receive lower benefits
Rescuers show aftermath of Russian drone strike on Sumy enterprise
Ukraine brings teen, his mother back from occupied territory

კახა კალაძე - საახალწლო სლოგანში არავითარი პოლიტიკური გზავნილი არ იყო ჩადებული - რა ვქნათ მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა?

30.11.2022 ნახვები: 579

საახალწლო სლოგანში არავითარი პოლიტიკური გზავნილი არ იყო ჩადებული - მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. რა ვქნათ მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა? არ გავუშვათ ეს ყველასათვის სანუკვარი სურვილი თბილისიდან მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიმართულებით? - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ დედაქალაქის 2023 წლის სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი“ უკრაინელების მიმართ ნიშნისმოგებაა, უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაციაა.

„წელს ჩვენი საახალწლო სლოგანი იქნება „მშვიდობის ქალაქი“. მშვიდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის და იმ გამოწვევების ფონზე, რაც ხდება რეგიონში, რა ვითარებაცაა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი, პირველი, რასაც ინატრებს, ჩაიფიქრებს ეს არის მშვიდობა. მინდა საკმაოდ შემაშფოთებელ ტენდენციას გამოვეხმაურო. საკმარისია, ხელისუფლებამ, დედაქალაქის მთავრობამ ან გნებავთ, თუნდაც საზოგადოების მხრიდან საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, ინიციატივა გაჩნდეს, რომ მაშინვე მყისიერად იწყება ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, ცილისწამება, არ ვიცი რა დავარქვა ამ მდგომარეობას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა. გუშინ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს ჩვენი საახალწლო სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ, როგორც ნიშნისმოგება ჩვენი უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მიმართ სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი არასდროს იკადრებს და არასდროს გააკეთებს, თუმცა მე კარგად მესმის, რომ ამ ადამიანებს სამშობლოს მიმართ არც სიყვარული გააჩნიათ, არც პატივისცემა და არც ღირსება,“ - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც ჩვენს რეგიონში და ზოგადად თანამედროვე სამყაროშია შექმნილი, სწორედ მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2022-მა წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა ისურვებდა.

„დიახ, მშვიდობა იყო არის და იქნება მთავარი ღირებულება, რაზეც ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ის, რომ ჩვენი და ზოგადად მსოფლიოს ყველა ქალაქი უნდა იყოს მშვიდობის ქალაქი, ეს მავანთათვის თურმე კითხვებს აჩენს, თურმე ჩვენ როგორ გავბედეთ და როგორ ვახსენეთ მშვიდობა, რომლისკენაც ყველა ქვეყანა, მათ შორის, ჩვენი მეგობარი უკრაინა მიისწრაფვის. გმირი უკრაინელი ხალხი სწორედ თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის. მე დღეს მართლაც მრცხვენია ამ თემაზე საუბარი და ახსნა-განმარტებების გაკეთება რომ მიწვეს. ძალიან სამწუხაროა. რა ვქნათ მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა? არ გაუშვათ ეს ყველასათვის სანუკვარი სურვილი თბილისიდან მსოფლიოს ყველა ქალაქის, ყველა ქვეყნის მიმართულებით?,“ - განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა