ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჩერგოლეიშვილი კეზერაშვილზე-"მონებად ყიდულობს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებს და ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან

ნახვები: 499 ჩერგოლეიშვილი კეზერაშვილზე-"მონებად ყიდულობს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებს და ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან
"გუშინ არ მეცალა სქროლვისთვის.
დღეს დილიდან ჩამოვსქროლე ჭაობი და ყიყინს გადავხედე.
"სანამ კეზერა ფულს აძლევდა, ხო კაი იყო" - ეს პრეტენზია აქვთ ჩვენ მიმართ.
მეგობრებო, დიდ შეცდომას უშვებთ, რომელიც დანაშაულზე უარესია.
პრობლემა ის არ არის, რომ კეზერაშვილი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას აფინანსებს.
პრობლემა ისაა, რასაც ამ დაფინანსების სანაცვლოდ ითხოვს და იღებს.
(2018 წლიდან გადაწყვიტა რომ პოლიტიკური პროცესის ჩრდილიდან მართვის უნარები აქვს - ვინ მოატყუა, არ ვიცი).
პრობლემად ვთვლი იმას, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს თვითონ და ფულის შანტაჟით, საკუთარ ჭკუაზე დაარბენინებს პოლიტიკურ სპექტრს.
მონებად ყიდულობს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებს და ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან, თვითონ არ იღებენ გადაწყვეტილებებს, მისი ჰალუცინაციებით დადიან.
ამიტომ ხდება რომ ხაბე, უცებ შეიძლება ჭიად გადაიქცეს, რომელმაც მანამდე პოლიტიკა დატოვა, ახალი თაობის გზის დათმობის სურვილით, მაგრამ აი როცა დონორს დასჭირდა - დაბრუნდა.
ჭია თავის თავს არ ეკუთვნის - დონორისაა.
ეტყვიან - პოლიტიკიდან წავა და ბოკერიასაც “მიაშანტაჟებს”.
ეტყვიან - დაბრუნდება და თავს ერთადერთ მაკონსოლიდირებელ ფიგურად გამოაცხადებს.
(ივანიშვილის პრემიერებივით)
ეს არის დამღუპველი ქართული დემოკრატიისთვის.
ერთია როცა დონორი პოლიტიკური სპექტრის იდეებს აფინანსებს.
ამ დროს პოლიტიკოსები არიან ანგარიშვალდებულნი საკუთარ ამომრჩეველთან და თავად აგებენ პასუხს მარცხზეც და გამარჯვებაზეც.
მეორეა როცა დონორი ხლართავს მანევრებს და პოლიტიკოსები ამ მანევრებს ერგებიან.
ამ დროს ისინი ვერ არიან ანგარიშვალდებულნი ამომრჩეველთან - მათი აღარც მარცხია და აღარც გამარჯვება. პირს რომ აღებენ დონორი საუბრობს, და არა თავად. იგივეა მედიაზეც - როცა მედიაში სტუმრობა დონორთან დამოკიდებულებაზეა მიბმული და არა საჯარო ინტერესზე, ეს მედია მედია არაა და ისეთი სამარცხვინო ხდება, როგორიც დღეს ფორმულა, ან მთავარია.
მე მესმის, რომ არამოდერნიზებული საზოგადოება ვართ და უფრო რთულია ადამიანებს პოლიტიკური პროცესის არსი გააგებინო, ვიდრე ტრადიციულ დემოკრატიებში.
ამასთან, ძალიან კორუმპირებული ელიტა გვყავს - ეს ელიტა საბჭოთა, წითელი ინტელიგენციის სულიერი მემკვიდრეა და გენეტიკურად გახრწნილია. მათი ხმა ჭაობში ექოდ ისმის და სხვა ბაყაყებიც იმეორებენ.
ისინი ასეთი ზედაპირულობით ცდილობენ ტალახში ამოთხვარონ ადამიანების მოტივაცია.
მაგრამ ჩვენ არ დავიღლებით და ავხსნით ჩვენს პოზიციას.
პრობლემა დაფინანსება არაა.
პრობლემა, ფულით შანტაჟით, ჩრდილიდან პროცესის მართვაა.
ჩრდილიდან მართვას და კეზერაშვილის მარიონეტობას რომ არ დავთანხმდით, ამიტომ არ ვიღებთ კეზერაშვილის დაფინანსებას.
და არა პირიქით. (როგორ წარმოგიდგენიათ, მორჩილები რომ ვიყოთ, ვინმემ ჩვენს კვალიფიკაციაზე უარი თქვას?)
ამიტომ ვიცი ზუსტად, რომ ყველა ვინც კეზერაშვილის ფულით დაფინანსებულ პროცესშია, მისი მარიონეტია - სხვა პირობით ეგ ფულს არ იძლევა და ვხედავთ კიდეც რა საცოდავ დღეშია სპექტრი.
ივანიშვილის რეჟიმის ჩანაცვლება მისი ჩრდილოვანი, რუსული ბუნების გამო მინდა პირველ რიგში.
და არ არსებობს, ერთი ჩრდილოვანი მმართველის, მეორე ჩრდილოვანი მმართველით ჩანაცვლებას დავუჭირო მხარი - პირიქით, ამ პროცესს ჩამოვანგრევ, ამას შევეცდები.
მითუმეტეს რომ ეს ჩრდილოვანი რბოლა წითელი დედოფლის რბოლა მგონია, რომელიც მარცხისთვისაა განწირული.
ივანიშვილის ჩრდილოვან რეჟიმს მხოლოდ ამომრჩეველთან ანგარიშვალდებული პოლიტიკური სპექტრი ჩაანაცვლებს და არა კეზერაშვილის მარიონეტები",-წერს ჩერგოლეიშვილი
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა