ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ზურაბ ჯაფარიძე - პრეზიდენტს აქვს შეწყალების ბერკეტი, მაგრამ არ მჯერა, რომ მის გამოყენებას ცდის ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე

ნახვები: 649 ზურაბ ჯაფარიძე - პრეზიდენტს აქვს შეწყალების ბერკეტი, მაგრამ არ მჯერა, რომ მის გამოყენებას ცდის ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე

პრეზიდენტს აქვს შეწყალების ბერკეტი, მაგრამ არ მჯერა, რომ მის გამოყენებას ცდის ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. პრეზიდენტი ზოგადად ბევრ სწორ შეფასებას აკეთებს ხოლმე, ოღონდ, როცა საქმე ეხება მთავარ საკითხს, ის არასდროს უპირისპირდება ივანიშვილს, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილს პასუხისმგებლობას არასდროს აკისრებს“.

„ზურაბიშვილს ახასიათებს განცხადებებში ბევრი სიმართლის საუბარი, მაგრამ ეს სიმართლე მთავრდება იქ, სადაც საქმე ეხება ივანიშვილის პასუხისმგებლობას. პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყანაშია დღეს, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არის ღარიბაშვილის და კობახიძის ბრალი და მეტი არავისი, არის ტყუილი. ყველაფერზე პასუხისმგებელია ივანიშვილი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა