Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პაატა მანჯგალაძე:როცა ვსაუბრობთ, რომ შესაძლოა, სააკაშვილი მოწამლულია, ამას მტკიცებულებები სჭირდება

ნახვები: 578 პაატა მანჯგალაძე:როცა ვსაუბრობთ, რომ შესაძლოა, სააკაშვილი მოწამლულია, ამას მტკიცებულებები სჭირდება

"ქართული ოცნება" თავის ბუნებით ძალიან ჰგავს პუტინის რეჟიმს, მონათესავე სულები არიან, მაგრამ როცა ვსაუბრობთ, რომ შესაძლოა, სააკაშვილი მოწამლულია, ამას სჭირდება მტკიცებულებები - სამხარაულის ექსპერტიზა არ იმსახურებს არანაირ ნდობას , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როცა სახელმწიფო უწყებების მიმართ ნდობა არ არსებობს, იმისათვის რომ ყველანაირი სპეკულაცია გამოირიცხოს, ექსპერტიზა უცხოურმა მაღალკვალიფიციურმა ლაბორატორიამ უნდა ჩაატაროს.

"საერთაშორისო ექსპერტიზის ბიუროდან უნდა ჩამოვუტანოთ დასკვნა, რადგან მკვლელობის დაგეგმვა სერიოზული დანაშაულია. მე ვერც დავადასტურებ, რომ მოწამლულია, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ამას არ გააკეთებდა "ქართული ოცნება", თუმცა ამას სჭირდება სერიოზული მტკიცებულება. მათთვის უცხო არ არის პრინციპი - " არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა", ასე აკეთებს პუტინი რუსეთში, როცა "ნოვიჩოკით" და სხვა ნივთიერებებით უამრავი პოლიტიკური ოპონენტი გამოსალმა სიცოცხლეს და მე არ გამოვრიცხავ არაფერს, მათ შორის, რუსული სპეცსამსახურების აქტიურ ჩართულობას,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა