Trump called his meeting with Zelensky in Davos “good”
ვოლოდიმირ ზელენსკი - რატომ შეუძლია ტრამპს “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერების გაჩერება და ნავთობის წართმევა, მაგრამ ევროპას არა? - რუსული ნავთობი უნდა გაჩერდეს
დონალდ ტრამპი - პრეზიდენტ ზელენსკისთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა - ომის დასრულება ყველას სურს
სუს-ი - ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით
მოსამართლემ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ 5 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში
რატომ ემუქრებიან კრემლის რუპორები კავკასიასა და ცენტრალურ აზიას: რუსული იმპერიალიზმის სათავეები
მიხეილ სააკაშვილი - მე რომ გარეთ ვიყო, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი

გოჩა მირცხულავა:დასასრულისკენ მიდის სპეცოპერაცია საქართველოს პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორების შესახებ

19.11.2022 ნახვები: 1940

„ყველაზე საინტერესო - რატომ უწყობს ობსტრუქციას საქართველოს პატრიარქს ციანიდის საქმის მთავარი შემოქმედი - მეუფე დიმიტრი, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული მეუფე ზენონის წინააღმდე წარმოებულ კამპანიაში.“,-ამის შესახებ ანალიტიკოსმა გოჩა მირცხუალავამ „ნეიშენ ჯორჯიასთან“ საუბრისას განაცხადა

მირცხუალავას თქმით,  დიდი ხანია დაალაგეს საკუთარი ეპარქიები მელქისედეკ ხაჩიძემ და სტეფანე კალაიჯიშვილმა? თუ მათი მრევლის პროტესტი მხედველობაში არ არის მისაღები? თუმცა მათი მონაწილეობა სინოდალურ კომისიაში ცხადჰყოფს, რომ ყველაფერი დალაგებული აქვთ მეუფე შიოსთან.

“ვინმე ფიქრობ, რომ იმ პირობებში, როდესაც ლუციფერი მუხლებზე მდგარი ევედრება უფალს, საქართველოს საპატრიარქოს და სინოდის წევრების უმეტესობა მის სამფლობელოში არ მოახვედროს, საპატრიარქოს სცალია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიისთვის?

რაც ახლა ხდება არის რუსეთის სპეცსამსახურების სპეცოპერაცია საქართველოსა და საქართველოს ავტოკეფალური მართლდმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც სამი კომპონენტი აქვს, მათ შორის პერსონალური:

პირველი - მეუფე შიოს  და დიმიტრი შიოლაშვილის, როგორც შიოს „პატრონის“ პირადი შურისძიება მეუფე ზენონის წინააღმდეგ. მოგეხსენებათ მეუფე ზენონია ის მღვდელმთავარი, რომელმაც კანონიკურად დაასაბუთა შიოს ცრუმოსაყდრეობა. ეს ფაქტორი სამომავლოდ ასევე ხელისშემშლელი იყო მისთვის. აქ მნიშვნელოვანია მეუფე ზენონის საერტაშორისო კავშირები და გავლენები - ურთიერთობა უკრაინის პატრიარქ ეპიფანესთან, მსოფლიო საპატრიარქოსთან,. სხვადასხვა ეკლესიებისა წინამძღოლებთან და დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან.

მეორე - ცნობილი ხდება რომ მეუფე ზენონის ადგილას უნდა დაინიშნოს ანდრია გვაზავა, რომელიც ცნობილია როგორც რუსეთის ეკლესიისა და სპეცსამსახურების კაცი. ეს პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურების დავალეებაა - ფაქტობრივად ლონდონში გაიხსნება რუსეთის სპეცსამსახურების ქართული ფილიალი. ამავდროულად შიო გზიდან ჩამოიშორებს მეუფე ანდრიას, რომელიც რუსეთის ნომერ მეორე კანდიდატი გახლდათ საპატრიარქო ტახტზე.

მესამე - დასასრულისკენ მიდის სპეცოპერაცია საქართველოს პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორების შესახებ და მის ადგილას, რუსული მენტალობის პატრიარქის დასასმელად.

საინტერესო კითხვაა - დიდი ხანია დაალაგეს საკუთარი ეპარქიები მელქისედეკ ხაჩიძემ და სტეფანე კალაიჯიშვილმა? თუ მათი მრევლის პროტესტი მხედველობაში არ არის მისაღები? თუმცა მათი მონაწილეობა სინოდალურ კომისიაში ცხადჰყოფს, რომ ყველაფერი დალაგებული აქვთ მეუფე შიოსთან.

და ყველაზე საინტერესო - რატომ უწყობს ობსტრუქციას საქართველოს პატრიარქს ციანიდის საქმის მთავარი შემოქმედი - მეუფე დიმიტრი, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული მეუფე ზენონის წინააღმდე წარმოებულ კამპანიაში.

და ბოლო კითხვა - ვის სჭირდება საბოლოოდ ყველანაირი რეპუტაცია შელახული და დასუსტებული საქართველოს ეკლესია თუ არა რუსეთს?”,-განაცხადა მირცხულავამ

 

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა