Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რომან გოცირიძე -პრემიერის გამოსვლა იყო უბადრუკი თავის მართლება

ნახვები: 577 რომან გოცირიძე -პრემიერის გამოსვლა იყო უბადრუკი თავის მართლება

პრემიერის გამოსვლა იყო უბადრუკი თავის მართლება - ძველი სიმღერა რომ გაიჭედება ფირფიტაზე და ასჯერ იმეორებს “არ დაიდარდო, არ დაიდარდო“, ასე ასჯერ გამეორებული მოვისმინეთ - „პირსისხლიანი რეჟიმი, პირსისხლიანი რეჟიმი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში პრემიერ- მინისტრის ინტერპელაცია შეაფასა.

მისი თქმით, ხელისუფლება რეკომენდაციებს არ ასრულებს.

„პრემიერის გამოსვლა იყო უბადრუკი თავის მართლება იმით, რომ თურმე რეკომენდაციების შესრულებას ცდილობენ, არადა არც ერთი რეკომენდაცია არ შესრულდა, მხოლოდ სათაურები იქნება რეკომენდაციებისგან გადმოტანილი და შინაარსი იქნება აბსოლუტურად აცდენილი. უკვე ვნახეთ ორი კანონპროექტი მიიღეს და ოლიგარქის რეესტრს ადგენს ბატონი ღარიბაშვილი და ის ჩაწერს რეესტრში ივანიშვილს? ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელიც ისევ ღარიბაშვილია და როცა უნდა, მაშინ დანიშნავს და გააგდებს ბიუროს უფროსს. ვისაც ვერ აგდებდნენ, კანონით დაშალეს და აგერ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ის პრემიერის მიერ ოპოზიციის მიმართ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს „ძველი სიმღერაა“, რომელიც ფირფიტაზე „იჭედება.

„ეს არის ძველი სიმღერა. აი, ჩემს ბავშვობაში პატეფონი არ იყო, მაგრამ ფირფიტები იყო. „არ დაიდარდო, არ დაიდარდოო“, რომ გაიჭედება და ასჯერ იმეორებს, აი, ასე ასჯერ გამეორებული მოვისმინეთ ერთი და იგივე - „პირსისხლიანი რეჟიმი, პირსისხლიანი რეჟიმი“. 20 წლის წინანდელ ამბავს რომ იხსენებ, 20 დღის წინ რა ჩაიდინე, ის მაინც უნდა გახსოვდეს“, - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა