Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ლევან ბეჟაშვილი - ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ სენატში გაკეთებული განცხადებები მხოლოდ განცხადებებად არ დარჩება და ამას მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები სანქციების სახით

ნახვები: 577 ლევან ბეჟაშვილი - ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ სენატში გაკეთებული განცხადებები მხოლოდ განცხადებებად არ დარჩება და ამას მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები სანქციების სახით

ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს განცხადებები მარტო განცხადებებად არ დარჩება და ამას მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები სანქციების სახით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ დროულად უნდა მიიღოს კრიტიკა და რეკომენდაციები შეასრულოს.

"სამწუხაროა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებები საქართველოსთან მიმართებით უფრო და უფრო მძიმე ხდება. საუბარია დემოკრატიის ჩამოშლაზე, ავტორიტარული რეჟიმოს გაძლიერებაზე, პოლიტპატიმრებზე, მედია მენეჯრების დაკავებაზე და მათი გათავისუფლების მოთხოვნაზე. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს განცხადებები მხოლოდ განცხადებებად არ დარჩება და ამას მოჰყვება კონკრეტული მოქმედებები სანქციების სახით და ვერც ღარიბაშვილი, ვერც კობახიძე და სხვები ვერ უშველიან მას. ამიტომ დროულად უნდა მიიღონ ეს რეკომენდაციები, გაიაზრონ და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედება უნდა დაიწყონ, რადგან ვხედავთ, რომ სახელმწიფო ინტერესებს პოლიტიკურ ინტერესებს ანაცვალენენ,"- განახადა ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა