ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

გიორგი ვაშაძე:რუსეთი თუ ევროპა? ჩვენ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ

ნახვები: 499 გიორგი ვაშაძე:რუსეთი თუ ევროპა? ჩვენ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ

გზა, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ ადგას, ჩვენ ევროპამდე არ მიგვიყვანს, ამ გზას რუსეთამდე მივყავართ. ჩვენი ამოცანაა, შემოვატრიალოთ ეს გზა, შევასრულოთ 12-ვე პუნქტი, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. კარი რომ ღიაა, ამას ჩვენი ევროპელი პარტნიორები ღიად და გულწრფელად ამბობენ , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი „ქართული ოცნების“ ანტიევროპული ნაბიჯების გამო არ აქვს და თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, სტატუსს კვლავ ვერ მივიღებთ.

„თუ ამ 12 პუნქტს არ შევასრულებთ, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, თუ ის კონკრეტული შედეგები არ დაიდება, რასაც ევროპელები ჩვენი მხრიდან ელოდებიან, თუ იმ გზას გავაგრძელებთ, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ადგას, სამწუხაროდ, ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ და სწორედ აქ უნდა გამოვფხიზლდეთ. ეს 12 პუნქტი არ არის მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის, რომ გავიაზროთ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჰაერიდან თავისით არ ჩამოვარდება.

ყველაფერზე იყო გუშინ ლაპარაკი, როცა ევროკომისარი ჩამოსული იყო და ნაკლები ყურადღება მიექცა თუ რამხელა პროექტებზეა საუბარი. მილიარდებზეა საუბარი, რომ საქართველოში შემოვიდეს ელექტროსადენები, ინტერნეტსადენები, ლოჯისტიკური ცენტრები, მოხდეს პორტების და აეროპორტების გაფართოება. ევროკავშირში, ჩვენ სამეზობლოში დიდი ინტერესია საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ მთავარია, ამ ყველაფრის ინიციატორი ვართ, ამ ყველაფერს ვაკეთებთ თუ უბრალოდ რაღაც პროცესს ვქმნით, რომელიც უშედეგოდ მთავრდება? ეს არის მთავარი არჩევანი - რუსეთი თუ ევროპა? ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ ჩვენ. საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესები, თუ ოლიგარქიული რეჟიმი, რომელსაც არასწორად მივყავართ. ამიტომ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და არ უნდა მოგვატყუოს დეზინფორმაციის კამპანიამ, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან მასობრივად მიდის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა