ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ცოცხალი ლეგენდა 90 წლისაა-„მარჯანიშვილის თეატრი“ ლეო ანთაძეს იუბილეს ულოცავს

ნახვები: 647 ცოცხალი ლეგენდა 90 წლისაა-„მარჯანიშვილის თეატრი“ ლეო ანთაძეს იუბილეს ულოცავს

მსახიობი ლეო ანთაძე იუბილარია. 90 წლის იუბილე ლეო ანთაძეს მარჯანიშვილის თეატრი ულოცავს.

როგორც თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ლეო ანთაძე ​პროფესიისადმი უსაზღვრო ერთგულებით, სითბოთი, სიყვარულით, საოცარი იუმორის გრძნობით გამოირჩევა, რომელიც უნიჭიერესი ადამიანია.

„კარგი მსახიობობა რთულია, როლი რომ კარგად ითამაშო და კარგი პროდუქცია შექმნა, ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. შრომისმოყვარეობა უნდა გახასიათებდეს. რომ ამბობენ, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციაო, სისულელეა. არაფერი გამოგივა, თუ არ იმუშავე, ხოლო თუ ნიჭიერი ხარ, არ მოგასვენებს ეს ნიჭი და გამუშავებს, ხოდა მეც სულ ვმუშაობ!“ – ლეო ანთაძე

69 წელი სცენაზე!

პროფესიისადმი უსაზღვრო ერთგულებით, სითბოთი, სიყვარულით და საოცარი იუმორის გრძნობით სავსე, ულევი ენერგიის მფლობელი უნიჭიერესი ადამიანი – ლეო ანთაძე!

დღეს ბატონ ლეოს 90 წელი შეუსრულდა!

მარჯანიშვილის თეატრის სახელით ვულოცავთ ბატონ ლეო ანთაძეს იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას!

ჩვენ თქვენ ძალიან გვიყვარხართ“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა