Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას

ნახვები: 577 სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვას დადებითად აფასებს.

პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი გამოიყენოს.

„მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას! უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი“, - წერს პრეზიდენტი „ფეისბუქ“ გვერდზე.

ცნობისთვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მათივე ცნობით, ასევე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა