Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership
Macron, Erdoğan discuss war in Ukraine, Middle East situation

გიგა ბოკერია - პარლამენტში დარჩენის რა არგუმენტი რჩება ოპოზიციას გარდა სიმულაციის ინტერესისა, რომ ვითომ რაღაცას აკეთებს

01.11.2022 ნახვები: 544

დიდი ხანია ძალიან მკაფიო ვითარებაა, ვინც თვლიდა და თვლის, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და უმრავლესობის მიერ არჩეული, მათგან სრულიად ალოგიკურია იმის ლეგიტიმაცია, რაც არასწორად მიაჩნიათ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან მანდატების დატოვების საკითხს.

მისი თქმით, ვისაც ის არგუმენტი ჰქონდა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების გამო შევიდა პარლამენტში, უკვე ეს არგუმენტიც აღარ არსებობს.

გიგა ბოკერიას შეფასებით, თუ ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, მაგრამ ამის მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას აგრძელებს, ეს “სიმულაციაში ივანიშვილის რეჟიმისთვის ხელშეწყობაა“.

„არგუმენტი, რომ ამ რეჟიმს აქვს რაიმე ნება, რომ ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაცია მოახდინოს, აქაც სრულიად საპირისპირო ვითარებაა, ისინი ანტიდასავლურ, ანტიქართულ კამპანიას ეწევიან და ამას თვითონ პარლამენტში არსებული ოპოზიციური პარტიები - ენმ, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელიც“ იძახიან. აბა, რაღა არგუმენტი რჩება, გარდა რაღაცის გამოჩენის და სიმულაციის ინტერესისა, რომ ვითომ რაღაცას აკეთებ?! ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნორმალურ ვითარებაში თუ ვერ მოიგო პარტიამ, უნდა შევიდეს ყველა ინსტიტუტში, მათ შორის, პარლამენტში და ეს ტრიბუნა უნდა გამოიყენოს მომავალ არჩევნებამდე. მაგრამ თუ ამბობ, რომ ეს არ არის ლეგიტიმური და ამით ხალხი ნების მოპარვის ტრადიციის განმტკიცება ხდება, მერე თუ იგონებ ან მართლა რაღაც კონკრეტული შინაარსის გამო ხარ შიგნით, ხოლო მერე ირკვევა, რომ ან შინაარსის მიმართულებითაც არ იდგმება ნაბიჯები და მაინც აგრძელებ ამ მოღვაწეობას, ესე იგი, შენ უბრალოდ ხელს უწყობ ივანიშვილის რეჟიმს ამ სიმულაციაში”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა