მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა

ვახტანგ მეგრელიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე - ძალიან უნიჭოები არიან

ნახვები: 567 ვახტანგ მეგრელიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე - ძალიან უნიჭოები არიან

ამ ჯგუფს სურს, დაიკავოს „ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი, არ მგონია, ეს გამოუვიდეთ, რადგან ძალიან უნიჭოები არიან , - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "გირჩი- მეტი თავისუფლების", "სტრატეგია აღმაშენებლის" და „დროას" გაერთიანების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, პარტიების გაერთიანებას მიესალმება, რადგან 5 - პროცენტიანი ბარიერის პირობებში რამდენიმე პარტიას საკუთარი მდგომარეობის გადააზრება მოუწევს და სწორია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წიაღიდან გამოსული პატარა პარტიები გაერთიანდნენ, თუმცა, ეს სწორია იმ რეალობიდან, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ბედი გარკვეული იქნება. თუმცა, მეგრელიშვილი ამბობს, რომ „მანამდე მსგავსი მოძრაობები არაფერს ნიშნავს, რადგან ყველა ცდილობს, წარმოიდგინოს რეალობა „ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შემდეგ".

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას" ეუბნება, რომ არიან მოღალატეები და კოლაბორაციულ ურთიერთობაში არიან ოკუპანტთან. ზუსტად ანალოგიური ბრალდებებია მეორე მხრიდან. შეუძლებელია, რომ ასეთი დაპირისპირებული მხარეები ოდესმე რაიმე კონკრეტულ თემაზე შეთანხმდნენ და თავის ამომრჩეველს აჩვენონ, რომ ისინი თანამშრომლობენ. მაშინ, გამოვა, რომ თანამშრომლობენ მტერთან. აქედან გამომდინარე, ამ სამეულის რადიკალური განცხადებები (პროევროპელობაზე) ჰგავს "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე რადიკალური ფრთის განცხადებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჯგუფს სურს, დაიკავოს "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე რადიკალური ჯგუფის ადგილი. არ მგონია, ეს გამოუვიდეთ, რადგან ნიჭი არ ეყოფათ. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საქმიანობაში ნიჭი სჭირდება, ძალიან უნიჭოები არიან. ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია, დანარჩენებს ვიცნობ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე არიან უნიჭოები, მეგრელიშვილი პასუხობს - „რა თქმა უნდა". ხოლო კითხვაზე, რატომ ჰყავდათ მაშინ უნიჭო ლიდერი, მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ამის დამტკიცება ადამიანებისთვის უჭირდა.

„ადამიანებისთვის იმის დამტკიცება მიჭირდა, რომ ჯაფარიძე უნიჭოა, მაგრამ თავად დამეხმარა. მაგალითად, ამის დამტკიცება იაგოსთვის მიჭირდა, მაგრამ რაც ჯაფარიძე დამეხმარა, მგონი, დაიჯერა,"- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა