ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

გიორგი ვაშაძე - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, ევროკავშირამდე არ მიგვიყვანს

ნახვები: 499 გიორგი ვაშაძე - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, ევროკავშირამდე არ მიგვიყვანს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი აქვს, თუმცა დეკემბერში არანაირი შეფასების მისია არ იქნება, რადგან ევროპარლამენტარები რეკომენდაციების შესრულების კუთხით პროგრესს ვერ ხედავენ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისივე თქმით, გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, ევროკავშირამდე არ მიგვიყვანს, იმიტომ, რომ მათი მხრიდან რეკომენდაციების შესრულების პოლიტიკური ნება არ ჩანს.

ვაშაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან პარლამენტში არის რეგისტრირებული, ევროკავშირის მხრიდან პირდაპირ ნეგატიური შეფასების საფუძველია.

„2022 წლის ივნისში საქართველოს ყველა შანსი ჰქონდა, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. სამწუხაროდ, ამ შანსის რეალიზება არ მოხდა, იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიული რეფორმები არ განახორციელა და უფრო მეტიც, გადადგა ნაბიჯები, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარყოფითი შედეგი გამოიწვია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი დარჩენილი იმის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, თუმცა სამწუხაროდ, გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას ევროკავშირამდე არ მიგვიყვანს, იმიტომ რომ მათი მხრიდან პოლიტიკური ნება არ ჩანს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების და იმ ძირითადი რეფორმების, რომელიც არის 12 პუნქტიან რეკომენდაციებში მოცემული. ეს რეფორმებია საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმა, მედიასთან დაკავშირებული რეფორმა. აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე დასმული იყო საკითხი ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით და იცით, რომ ევროპარლამენტმა ამას რეზოლუციაც მიუძღვნა ცალკე. ასევე, არის ანტიკორუფციული და სხვა მიმართულებით ის ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც განსახორციელებელია. უფრო მეტიც, სამწუხაროდ დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც რეგისტრირებულია პარლამენტში “ქართული ოცნების“ მხრიდან, პირდაპირ ნეგატიური შეფასების საფუძველია ევროკავშირის მხრიდან.

ჩვენ შანსი დარჩენილი გვაქვს, მაგრამ დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება, რადგან რეფორმების მიმართულებით პროგრესს ვერ ხედავენ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა