ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სომხეთმა უნდა გამოიყენოს მშვიდობის ისტორიული შესაძლებლობა

ნახვები: 511 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სომხეთმა უნდა გამოიყენოს მშვიდობის ისტორიული შესაძლებლობა

სომხეთმა უნდა გამოიყენოს მშვიდობის ისტორიული შესაძლებლობა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განუცხადა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მას აზერბაიჯანში ვიზიტისას ახლდნენ.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი შუშაში გენერალური საკონსულოს გახსნას გეგმავს.

თურქეთის პრეზიდენტმა ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომლის გახსნის ცერემონიას, გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დაესწრო.

„ზანგილანს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა აქვს, აშენებული აეროპორტი კი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებაში“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯები უწოდა რეგიონის დანარჩენ მსოფლიოსთან კომუნიკაციების აღდგენასა და სატრანსპორტო გზების განვითარებას.

„სამხრეთ კავკასიის შესახებ ჩვენი საერთო ხედვა ეფუძნება მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას. საზღვრების გახსნა, ნახიჩევანსა და აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებს შორის კომუნიკაციების გახსნა და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა (სომხეთთან) გახდება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებას. მრავალი წლის შემდეგ გაჩნდა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შანსი და ამისთვის ძვირი ფასის გადახდა გახდა საჭირო“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებში პროგრესი დადებითად აისახება ანკარასა და ერევანს შორისაც ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა