ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

ალუდა ღუდუშაური - რადიკალური ოპოზიცია პოულობს სივრცეს, რომ ტრაგედიის დროსაც პოლიტიკა შემოიტანოს - ვინც პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, რომ კახა კალაძე უნდა გადადგეს, კითხვას ვსვამ: მიზეზი რა არის

ნახვები: 511 ალუდა ღუდუშაური - რადიკალური ოპოზიცია პოულობს სივრცეს, რომ ტრაგედიის დროსაც პოლიტიკა შემოიტანოს - ვინც პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, რომ კახა კალაძე უნდა გადადგეს, კითხვას ვსვამ: მიზეზი რა არის

ვინც პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, რომ კახა კალაძე უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, კითხვას ვსვამ: მიზეზი რა არის? , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით.

ღუდუშაურის თქმით, სამწუხარო მომენტია, როდესაც “ რადიკალური ოპოზიცია პოულობს სივრცეს” რომ ტრაგედიის დროსაც „პოლიტიკა შემოიტანოს“.

„მინდა მადლობა გადავუხადო საგამოძიებო სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, ვინც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა, მიუხედავად მათზე გარე ფსიქოლოგიური ზეწოლისა, რამდენიმე დღეში დაიდო შედეგი. სამართლებრივი შეფასების იქით ვხედავთ სამწუხარო მომენტს, რადიკალური ოპოზიცია პოულობს სივრცეს, რომ აქაც პოლიტიკა შემოიტანოს. სულ რამდენიმე საათი იყო გასული ამ ტრაგედიიდან, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას ითხოვდნენ.

რას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს კახა კალაძემ? „ქართული ოცნებისთვის“ პასუხისმგებლობა არის ყველაზე მთავარი ხაზი. თუ ვინმე იცნობს ბატონ კახას, ის არის თავმდაბლობით გამორჩეული ერთ-ერთი პირი, ვისაც მე ვიცნობ. უბრალოდ, თვითონ არის ძალიან მონდომებული, ამას ნათლად ხედავს საზოგადოება და განსაკუთრებით, თბილისელები. თუ ამ შემთხვევაში კონკრეტულ პირებს ჰქონდათ ბრალეული ქმედება, ეს არის საგამოძიებო ორგანოების საკითხი. ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური მიზანია, გადადგეს მერი. ვინც პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, რომ კახა კალაძე უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, კითხვას ვსვამ - მიზეზი რა არის?

იცით რამდენი პარკი აქვს გახსნილი ქალაქის მერიას და უშუალოდ კახა კალაძეს. საკითხი დგება ისე, რომ ქალაქის მერი, როდესაც ამბობს პარკი გახსნილია, ამ დროს თურმე თვითონ უნდა შეემოწმებინა ელექტროგაყვანილობა, ექსპერტიზის დასკვნები, ვერ გავიგე, რაზეა საუბარი. გაიხედეთ ქალაქში და ნახავთ საშვილიშვილო პროექტებს, რომლებიც წლები იქნება ქალაქის სამსახურში, ასეთი პროექტები აქვს ადამიანს განხორციელებული მისი მენეჯმენტის დროს. ერთი ფაქტი, როდესაც დადგა, ამისგან არავინ არ არის დაზღვეული, მით უმეტეს, ეს არ არის განზრახ დანაშაული. ასეთი შემთხვევები ხდება იტალიაში, საფრანგეთში, ამერიკაში და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ამას არ აქვს სისტემური ხასიათი და, შესაბამისად, საკითხი არ არის რელევანტური“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა