ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ძალების შეტევა ხარკოვისა და დონეცკის ოლქების ექვს დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

ნახვები: 642 უკრაინის გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ძალების შეტევა ხარკოვისა და დონეცკის ოლქების ექვს დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ძალების შეტევა ხარკოვისა და დონეცკის ოლქების ექვს დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქებზე 10 სარაკეტო და 58 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, 60-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. ასევე რუსულმა ძალებმა გამოიყენეს ირანული წარმოების 43 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 38 უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.

მტრის სამიზნე გახდა 35-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, კერძოდ, კიევის, ოდესის, მიკოლაევის, დონეცკის და ხერსონის ოლქები.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დარტყმა ოკუპანტების სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების კონცენტრაციის 18 რაიონზე, ასევე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების სამ პოზიციაზე განახორციელეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს სამი ფრთოსანი რაკეტა. განადგურებულია საბრძოლო მასალების საწყობი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა