ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ადამიანური რესურსი, შეიარაღება და შესაძლებლობა უკრაინის ქალაქების, მსოფლიოს შანტაჟისთვის, თუმცა დამარცხებისა და უიმედობის ზღვარზეა

ნახვები: 643 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ადამიანური რესურსი, შეიარაღება და შესაძლებლობა უკრაინის ქალაქების, მსოფლიოს შანტაჟისთვის, თუმცა დამარცხებისა და უიმედობის ზღვარზეა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ადამიანური რესურსი, შეიარაღება და შესაძლებლობა უკრაინის ქალაქებისა და მსოფლიოს შანტაჟისთვის, თუმცა დამარცხებისა და უიმედობის ზღვარზეა. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

„ჩვენ უნდა დავიბრუნოთ მშვიდობა, უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს ისტორიული გამარჯვება. ნახეთ, როგორი შეშფოთებულია მტერი. მოუსმინეთ, რას და როგორ ეკითხებიან ამ ტერორისტების უფროსს, როცა ის ხალხთან, ჟურნალისტებთან გადის. რუსეთი უკვე დამარცხებისა და უიმედობის ატმოსფეროშია. მათ ჯერ კიდევ ჰყავთ ხალხი, რომლებსაც თავდასხმებში იყენებენ. მათ აქვთ იარაღი, რაკეტები და შაჰიდები, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, დააშინონ ჩვენი ქალაქები და ყველა ევროპელი, დააშანტაჟონ მსოფლიო, მაგრამ მათ შანსი არ აქვთ და არც ექნებათ, რადგან უკრაინა წინ მიიწევს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან სამხედრო მეთაურობასთან შეხვედრა გამართა, სადაც ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და ტერიტორიების გასათავისუფლებლად შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა