ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნიკოლოზ სამხარაძე - სამწუხაროა, რომ პოდოლიაკი საქართველოს მტრად გადაიქცა, თუ წაიკითხავს რეზოლუციებს, რომლებიც საქართველოს მხრიდან არის მხარდაჭერილი, ალბათ ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აღარ გააკეთებს

ნახვები: 640 ნიკოლოზ სამხარაძე - სამწუხაროა, რომ პოდოლიაკი საქართველოს მტრად გადაიქცა, თუ წაიკითხავს რეზოლუციებს, რომლებიც საქართველოს მხრიდან არის მხარდაჭერილი, ალბათ ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აღარ გააკეთებს

სამწუხაროა, რომ პოდოლიაკი საქართველოს სახელმწიფოს მტრად გადაიქცა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ მიხაილ პოდოლიაკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მოადგილე მიხეილ პოდოლიაკმა გუშინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“. მისივე თქმით, „საქართველოს მთავრობის საუბარში რუსეთის ფედერაციის ხმა ისმის“.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, პოდოლიაკის ასეთი განცხადებებით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული.

„არ ვიცი, პოდოლიაკი რამდენად ერკვევა საერთაშორისო ურთიერთობებში. მგონი, ამ სფეროში საერთოდ ვერ ერკვევა, მაგრამ მოვუწოდებდი, ჩაიხედოს რეზოლუციებში, რომლებიც საქართველოს მხრიდან არის მხარდაჭერილი უკრაინის მიმართ და შემდგომში, თუ გაერკვევა, წაიკითხავს ამ რეზოლუციებს, ალბათ ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აღარ გააკეთებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ პოდოლიაკი გადაიქცა საქართველოს სახელმწიფოს მტრად. მას თუ ჰგონია, რომ განცხადებებით მხოლოდ ხელისუფლებას აზიანებს და რაღაც პარტიულ ინტერესს ატარებს, ძალიან ცდება, რადგან ასეთი განცხადებები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული. ის ამას პირველად არ აკეთებს. უკვე დარწმუნებული ვარ, ამას შეგნებულად აკეთებს, რაც პირდაპირ საქართველოს მტრობაა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა