Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

მარია ზახაროვას განცხადებით, ყირიმის ხიდზე შექმნილ საგანგებო ვითარებაზე „კიევის რეჟიმის რეაქცია მის ტერორისტულ ბუნებას“ მოწმობს

ნახვები: 577 მარია ზახაროვას განცხადებით, ყირიმის ხიდზე შექმნილ საგანგებო ვითარებაზე „კიევის რეჟიმის რეაქცია მის ტერორისტულ ბუნებას“ მოწმობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, კიევის რეაქცია ყირიმის ხიდზე შექმნილ „საგანგებო ვითარებასთან“ დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების „ტერორისტულ ბუნებაზე“ მეტყველებს.
„კიევის რეჟიმის რეაქცია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე მის ტერორისტულ ბუნებას მოწმობს“, - დაწერა მან „ტელეგრამ“ არხზე.
შეგახსენებთ, დღეს დილით ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზები აალდა და ხიდზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხიდის ნაწილი ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა.
ყირიმის, ანუ ქერჩის ხიდი ორი პარალელური ნაწილისგან, საავტომობილო და სარკინიგზო ნაწილისგან შედგება და ის რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს. ხიდი რუსეთმა ყირიმის ანექსიის შემდეგ ააშენა. ხიდის საავტომობილო ნაწილი, რომლის სიგრძე დაახლოებით 19 კმ-ია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2018 წელს გახსნა, სარკინიგზო ხიდი კი ორი წლის შემდეგ გაიხსნა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა