ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დიმიტრი პესკოვი ვერ აკონკრეტებს, რა საზღვრებში აღიარა რუსეთმა უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დამოუკიდებლობა, რომელთა ანექსიას რუსეთი დღეს გეგმავს

ნახვები: 647 დიმიტრი პესკოვი ვერ აკონკრეტებს, რა საზღვრებში აღიარა რუსეთმა უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დამოუკიდებლობა, რომელთა ანექსიას რუსეთი დღეს გეგმავს

კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ვერ აკონკრეტებს, რა საზღვრებში აღიარა რუსეთმა უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დამოუკიდებლობა, რომელთა ანექსიას რუსეთი დღეს გეგმავს.

„დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები აღიაღებულია რუსეთის მიერ 2014 წლის საზღვრების ფარგლებში, რაც შეეხება ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს, ამის დაზუსტება მჭირდება. დღეს ყველაფერს დავაზუსტებთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე.

შეგახსენებთ, დღეს კრემლში ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების სეპარატისტ ლიდერებთან ხელს მოაწერს ე.წ. შეთანხმებებს ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

„ხელი მოეწერება ოთხ შეთანხმებას რუსეთის შემადგენლობაში ახალი სუბიექტების მიღების შესახებ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა