ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინელებს საკუთარი მიწის დაცვაში ბირთვული იარაღიც ვერ შეაჩერებს

ნახვები: 504 ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინელებს საკუთარი მიწის დაცვაში ბირთვული იარაღიც ვერ შეაჩერებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, უკრაინელებს საკუთარი მიწის დაცვაში ბირთვული იარაღიც ვერ შეაჩერებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დანილოვმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა.

„ასეთ გაბედულ თავდასხმაზე მსოფლიო საზოგადოებისგან, ნატო-ს ქვეყნების მხრიდან პასუხი თუ არ იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავიცავთ ჩვენს მიწას. მინდა, ყველას ესმოდეს, რომ ვერავინ შეგვიშლის ხელს, ვერც პუტინი და ვერც მისი ჯარები და ეს არაერთხელ დადასტურდა“, – განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს აპარატს, შემუშავებული აქვს დეტალური ინსტრუქცია და უახლოეს დღეებში მას გაასაჯაროებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა