ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ენტონი ბლინკენი - უკრაინას აქვს აბსოლუტური უფლება, დაიცვას თავი საკუთარ ტერიტორიაზე, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ იყო მიტაცებული რუსეთის მიერ, გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში

ნახვები: 500 ენტონი ბლინკენი - უკრაინას აქვს აბსოლუტური უფლება, დაიცვას თავი საკუთარ ტერიტორიაზე, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ იყო მიტაცებული რუსეთის მიერ, გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ წინააღმდეგი არ არის, რომ უკრაინამ დასავლეთის მიერ მიწოდებული შეიარაღება იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად გამოიყენოს, სადაც უკანონო რეფერენდუმები ჩატარდა. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ჩვენ და მრავალი სხვა ქვეყანა ძალიან მკაფიო ვიყავით, ჩვენ არ ვაღიარებთ და არასდროს ვცნობთ უკრაინის ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიას. უკრაინას აქვს აბსოლუტური უფლება, დაიცვას თავი საკუთარ ტერიტორიაზე, კერძოდ, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ იყო მიტაცებული რუსეთის მიერ ამა თუ იმ საშუალებით“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, შეიარაღება, რომელიც უკრაინას გადაეცა, ეფექტურად იყო გამოყენებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, ჩრდილო-აღმოსავლეთითა და სამხრეთით.

ბლინკენი ასევე აღნიშნავს, რომ ყალბი რეფერენდუმები არაფერს ცვლის.

„უკრაინელები განაგრძობენ იმის კეთებას, რაც აუცილებელია, რათა დაიბრუნონ მიწა, რომელიც მათ წაართვეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში“, – განაცხადა ბლინკენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა