ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ლაშა ხუციშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფლაცია საკმაოდ მაღალი რჩება, ფასის შემცირება ფიქსირდება პროდუქტებთან და საწვავთან მიმართებაში

ნახვები: 653 ლაშა ხუციშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფლაცია საკმაოდ მაღალი რჩება, ფასის შემცირება ფიქსირდება პროდუქტებთან და საწვავთან მიმართებაში

ფასების შემცირება და ინფლაციის შემცირება მომდევნო თვეებშიც უნდა გაგრძელდეს, არსებული პროგნოზებით, ინფლაციის მაჩვენებელი განსაკუთრებით უნდა დაუახლოვდეს 2023 წლის მეორე კვარტლის მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც არის 3 პროცენტი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ინფლაცია საქართველოში შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

„თქვენ იცით, რომ ინფლაცია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალი რჩება დღეს კიდევ საქართველოში, ბოლო ორი თვის განმავლობაში შემცირების ტრენდით ხასიათდება, შემცირების მიმართულებით იცვლება. მათ შორის ცვლილება არის გარკვეულ პროდუქტებთან მიმართებაში. ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია პროდუქტებზე, რომლებიც საერთაშორისო ბირჟებსა და საერთაშორისო ბაზრებზე ივაჭრება. შესაბამისად, მისი ფასის კვოტირება სწორედ იქ დგება და შესაბამისი ცვლილებების ასახვა ხდება შესყიდვის დროს ქვეყნების მიხედვით. ჩვენ სახეზე გვაქვს, რომ სურსათის საფასო ინდექსი ბოლო სამი თვის განმავლობაში მუდმივად შემცირებით ხასიათდება“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

რაც შეეხება საწვავს, როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, „ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში, საერთაშორისო ბაზრებზე საწვავთან მიმართებაში ფასის შემცირება ფიქსირდება, რაც გარკვეული დროის შემდეგ ასახვას ჰპოვებს საქართველოში, ფასების დონესთან მიმართებაში“.

„ამ მიმართულებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის მოცემულობა, რაც ფასების შემცირების მიმართულებით გვაქვს, უნდა გაგრძელდეს იმ სტატისტიკის მიხედვით, რა სტატისტიკაც ბოლო პერიოდში სახეზე გვაქვს. თუმცა ასევე, ყველა კარგად ვხედავთ, რა რისკები არსებობს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და ძალიან რთულია ზუსტი პროგნოზების გაკეთება, რა შეიძლება, შეიცვალოს და რა შეიძლება, მოხდეს უკრაინაში საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე. ყოველ შემთხვევაში ის მოლოდინები, რაც ბოლო სამმა თვემ აჩვენა, გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ფასებისა და ინფლაციის შემცირება უნდა გაგრძელდეს მომდევნო თვეებშიც. დღეს არსებული პროგნოზებით, ინფლაციის მაჩვენებელი განსაკუთრებით უნდა დაუახლოვდეს 2023 წლის მეორე კვარტლის მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც არის 3 პროცენტის ოდენობით“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა