ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

რუსეთი: თბილისი-NATO-ს თანამშრომლობის განვითარებას ყველაზე სერიოზულად გავითვალისწინებთ

ნახვები: 494 რუსეთი: თბილისი-NATO-ს თანამშრომლობის განვითარებას ყველაზე სერიოზულად გავითვალისწინებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აკვირდებოდნენ საქართველოში ჩატარებულ სწავლებას Noble Partner 2022-ს. როგორც სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა Ria Novosty-სთან თქვა, თბილისსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის განვითარების "პრინციპულ მომენტებს ყველაზე სერიოზულად" გაითვალისწინებენ.

"მოსკოვში ყურადღება მიაქციეს იმას, რომ Noble Partner 2022-ის მრავალეროვნული ორკვირიანი სწავლებების ფარგლებში მუშავდებოდა მათ შორის ბლოკის მძიმე ტექნიკის გადასროლა ევროპიდან საქართველოში, ამჯერად თურქეთიდან სახმელეთო გზით", - თქვა გონჩაროვმა.

მისივე თქმით, მოსკოვი ხედავს NATO-ში საქართველოს "ჩათრევის" განგრძობად კურს, "მათ შორის ქვეყნის თანამედროვე სახის შეიარაღებით ჩატანითა და აშშ-ს მონაწილეობით სამხედრო სწავლებების ჩატარებით", რაც არამხოლოდ რუსეთის ინტერესებისთვის გამოწვევაა, არამედ "სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფრთხეს ქმნის".

"საქართველოში "არსებითი მხარდაჭერის" მომხრეები უნდა აცნობიერებდნენ პასუხისმგებლობას და ხვდებოდნენ, რომ NATO-ს თანამშრომლობის განვითარების პრინციპული მომენტები ჩვენი მხრიდან ყველაზე სერიოზული სახით იქნება გათვალისწინებული, რომ თბილისსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის განვითარების პრინციპულ მომენტებს ყველაზე სერიოზული სახით გავითვალისწინებთ", - აღნიშნა გონჩარმა.

წელს საქართველომ "ღირსეულ პარტნიორს" მეექვსედ უმასპინძლა. წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობდა. მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები იყვნენ: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა