ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

რომან გოცირიძე - პრეზიდენტმა ერთი კონკრეტული საქმე აჩვენოს, რაც ეროვნულ თანხმობას ხელს შეუწყობს, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია დეპოლარიზაციის შესამცირებლად

ნახვები: 635 რომან გოცირიძე - პრეზიდენტმა ერთი კონკრეტული საქმე აჩვენოს, რაც ეროვნულ თანხმობას ხელს შეუწყობს, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია დეპოლარიზაციის შესამცირებლად

პრეზიდენტმა ერთი კონკრეტული საქმე აჩვენოს, რაც ეროვნულ თანხმობას ხელს შეუწყობს, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია დეპოლარიზაციის შესამცირებლად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, მას აქვს უამრავი შესაძლებლობა, როგორც პრეზიდენტს.

„კარგია, როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეროვნული თანხმობის საკითხს არ ეშვება და ამბობს, ნურავინ ჩათვლის ეროვნული თანხმობის საკითხს ახირებად და ყოველთვის შეგახსენებთ ამ საკითხსო. ძალიან კარგია, თუ კვირაში ერთხელ ამას შეგვახსენებს, მაგრამ კიდევ უკეთესი იქნება, თუ თვეში ერთხელ ამ შეხსენებას მისი მხრიდან მოჰყვება საქმე. სიტყვა – საქმიანი და საქმე – სიტყვიანი. აი, სწორედ ასეთი ცოტა უცნაური ლოზუნგი იყო კომუნისტების დროს, სადაც ლოზუნგები იცოდნენ, მაგრამ ლოზუნგებს არ მოჰყვებოდა საქმე და არავის სჯეროდა ამ საბჭოთა ფრთოსანი ფრაზების. ამიტომ ეს კომუნისტური ლოზუნგი დასაცინი რომ არ გახდეს, მან საქმე უნდა მოაყოლოს. ერთი კონკრეტული საქმე აჩვენოს, რაც ეროვნულ თანხმობას ხელს შეუწყობს. მას აქვს უამრავი შესაძლებლობა, როგორც პრეზიდენტს. მაგალითად, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომელიც 12 პუნქტიდან ერთ-ერთის ნაწილია დეპოლარიზაციის კუთხით ისევე, როგორც პოლიტიკური დევნის შეწყვეტის კუთხით, ასევე შეუძლია სამკურნალოდ გადაყვანაში მიხეილ სააკაშვილისთვის ხელშეწყობა და ამაში მისი პოლიტიკური წონის გამოყენება, თუნდაც, საჯაროდ მხარდაჭერა ამ პროცესის მიმართ, ჰუმანური მოსაზრებით. ბევრი რამის გაკეთება შეუძლია დეპოლარიზაციის შესამცირებლად და ველოდებით კონკრეტულ საქმეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა